“სამტრედია” საქართველოს ჩემპიონია!
დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ფინალურ მატჩში საჩხერის “ჩიხურა” სამტრედიის “სამტრედიას” დაუპირისპირდა.
წინა მატჩი სამტრედიელებს, ანგარიშით, 2:0 ჰქონდათ მოგებული. შესაბამისად, “ჩიხურამ” აქტიურად დაიწყო პირველი წუთებიდანვე. აღსანიშნავია რეხვიაშვილის სტანდარტული, რომელიც კარს გადსცდა. ამის შემდეგ ლობჟანიძე უტევდა მარცხენა ფლანგიდან, ბურთი განუგრავას დაუგორა, ამ უკანასკნელმაც ძლიერად დაარტყა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. ამის შემდეგ განუგრავა ასისტენტის როლში მოგვევლინა, მან ბურთი მუმლაძეს ჩუწოდა, ეს უკანასკნელი თავით ცდილობდა გატანას, თუმცა უშედეგოდ.
41-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ მარცხენა ფლანგიდან ბურთი წინ გაიგდო, მის შეჩერებას კაშია შეეცადა, რომელსაც სამტრედიელმა შემტევმა მარტივად გაუტარა ფეხებს შორის ბურთი. კაშიამ საჯარმოში შესული ზივზივაძე წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომლის გამოყენებაც 42-ე წუთზე არაბულმა შეძლო.
მეორე ტაიმში სამტრედიელებმა კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა. დათუნაშივილმა 59-ე წუთზე ჰამზიჩს ბურთი თავზე გადაუგდო და სამტრედიელი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარა.
83-ე წუთზე დეკანოიძემ, ხოლო 90-ეზე ლობჟანიძემ პენალტიდან ორი გოლი გაქვითეს. საბოლოოდ – 2-2.
“სამტრედიამ” ორი შეხვედრის ჯამში, ანაგრიშით, 4-2 იმარჯვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
ძირითადი შემადგენლიბები
“ჩიხურა”: ჰამზიჩი, გრიგაშავილი, კაშია, რეხვიაშვილი, კორიფაძე, განუგრავა (გაბედავა 46 წთ), ლეკვთაძე, სარდალიშვილი, კაკუბავა, ლობჟანიძე, მუმლაძე (დეკანოიძე 46 წთ).
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
“სამტრედია”: მიგინეიშვილი, სანდოხაძე (იმედაშვილი 77 წთ.), მანჯგალაძე, რაჟამაშვილი (გამყრელიძე 65 წთ.), არაბული (მარკოზაშვილი 73 წთ.), ზივზივაძე, ჯიქია, შერგელაშვილი, გოგიაშვილი, მჭედლშივილი, დათუნაიშვილი.
მთავარი მწვრნელი: გია ცეცაძე
გოლი: არაბული (პენალტი, 42 წთ.), დათუნაიშვილი (59 წთ.), დეკანოიძე (83 წთ.) ლობჟანიძე (პენალტი 90 წთ.)