“სამტრედიამ” “დინამოს” თბილისში მოუგო (ვიდეო)

თარიღი: ოქტომბერი 23, 2017

ეროვნული ლიგის ოცდამეთერთმეტე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა “დინამო არენაზე,” – ადგილობრივმა გუნდმა “სამტრედიას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა.

მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე თბილისელებს ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ, როდესაც თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან თოთაძე მივიდა. ამ მომენტში იმერელთა მეკარემ, ომარ მიგინეიშვილმა თერთმეტმეტრიანი მოიგერია. ამის შედეგ ორივე გუნდი კიდევ უფრო გააქტიურდა, რიგ შემთხვევაში მეკარეები თამაშობდნენ დამაჯერებლად, თითო-თითოჯერ კი, ხარიხამ იხსნა ორივე გუნდი.

მეორე ტაიმი კიდევ უფრო დაძაბულად დაიწყო, გუნდები უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, მაგრამ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. კარგი მომენტი შეექმნათ “დინამოელებს”, თუმცა მიგინეიშვილმა შეუცდომლად ითამაშა. 89-ე წუთზე სტანდარტული ჩაწოდებიდან სამტრედიელთა ლეგიონერმა, ანრი ნდონგიმ თავური დარტყმით ლიტოვჩენკოს კარი დალაშქრა. ეს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში.

იმერლების ამ გამარჯვების შემდეგ, ეროვნულ ლიგაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. “დინამო” 65 ქულით პირველია და მხოლოდ ერთით უსწრებს “ტორპედოს”. “სამტრედიას” 61 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.

სასტარტო შემადგენლობები:

“დინამო” – 1. სერგი ლიტოვჩენკო, 3. ლაშა თოთაძე, 5. ლევან გეგეჭკორი, 6. ბაქარ ქარდავა, 7. გიორგი ზარია, 8. ოთარ კიტეიშვილი (C), 9. ბექა მიქელთაძე, 20. ლაშა სალუქვაძე, 24. დავით კობოური, 27. გიორგი კუცია, 31. ბექა ქავთარაძე.

“სამტრედია” – 12. ომარ მიგინეიშვილი, 6. გიული მანჯგალაძე, 7. დავით რაჟამაშვილი, 10. ნიკოლოზ საბანაძე, 15. ანრი ნდონგი, 18. ჯემალ გოგიაშვილი, 20. გიორგი ახალაძე, 22. გიორგი მჭედლიშვილი, 26. გიორგი დათუნაიშვილი (C), 80. ანტე გიი, 99. მაიკლ ოლაიტანი.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

იტალიელი ფორვარდი ქუთაისის “ტორპედოში”?

ქუთაისის “ტორპედო” იტალიელი ინვესტორის მოსვლის შემდეგ გაძლიერებას განაგრძობს. ივან ბობკოსა და ვანია მარკოვიჩის გადმოსვლის შემდეგ, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

პლატინი: “პოლიცია ჩემ სახლში პუტინის ნაჩუქარ პიკასოს ნახატს ეძებდა”

ფრანგული გამოცემა France 24 უეფას ყოფილ პრეზიდენტ მიშელ პლატინისთან ჩაწერილ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს ფრაგმენტს ავრცელებს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პერესი: “ბარსელონას” ყველაფერი მივეცი, მათ კი ოცნება უმიზეზოდ წამართვეს”

კატალონიური “ბარსელონას” ახალგაზრდა გარემარბი კარლეს პერესი, რომელიც ამ დროისთვის არენდის წესით “რომას” ღირსებას იცავს, “...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკი: “2012 წელს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე ვფიქრობდი̶

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian რობერტ ლევანდოვსკისთან ჩაწერილ ინტერვიუს ასაჯაროვებს, სადაც პოლონელი თავდამსხმელი აღიარებს, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გატუზო: “ბარსა” დიდებული კლუბია, თუმცა ჩვენ საკუთარი კარტებით ვითამაშებთ”

სერია A-ს 25-ე ტურის მატჩში “ნაპოლიმ” ბრწყინვალე ქამ-ბექი შემოგვთავაზა გასვლაზე “ბრეშიასთნ”. შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს [...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპი: “როდესაც “რეალი” და “ბარსელონა” კარზე აკაკუნებენ, სხვე

ბოლო დროს პრესაში კვლავ განახლდა სპეკულაციები რაჰიმ სტერლინგის მადრიდის “რეალში” შესაძლო ტრანსფერზე. თავად ფეხბურთელის შემდეგ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკი: “ვარჯიშზე 10 გოლის გატანის შემთხვევაში, კლოპი 50 ევროს მაძლევდა”

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ იურგენ კლოპთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია გაიხსენა. “დორტმუნდში” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორ შეასრულეს პენალტი პოლონეთის ჩემპიონატში მატჩის ბოლო წუთზე (ვიდეო)

21 თებერვალს, პოლონეთის ჩემპიონატში “ლოძმა” საკუთარ მოედანზე “პოგონი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა. მატჩის დამატებით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვის ეუხეშებოდნენ ყველაზე ხშირად პრემიერლიგის ბოლო ათწლეულში?

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი გარემარბი ედენ აზარი ის ფეხბურთელია, ვის წინააღმდეგაც ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ ინგლისის პრემიერლიგის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სტერლინგი: “რეალი” ფანტასტიკური კლუბია, მადრიდში კი ბრწყინვალე ამინდებია”

“მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალს” შორის ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მოახლოებული დაპირისპირების წინ “ქალაქელთა”...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი იქნება “ბარსელონას” ფორმა მომდევნო სეზონში (ფოტო)

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ნაიკის” წარმომადგენლები ოთხშაბათს “ბარსელონას” სავარჯიშო ცენტრს ესტუმრნენ, სადაც ფეხბურთელებს შეხვდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი”, “რეალი” და კლუბები, რომლებმაც 100 ან მეტი ქულა დ

იურგენ კლოპის “ლივერპულის” ბრწყინვალე შედეგიანობა 2019/20 წლების პრემიერ ლიგის სეზონში თითქმის გვარწმუნებს იმაში, რომ “მერსესაიდელებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრეზიდენტი აღიარებს: “ბრეითუეიტის ტრანსფერი უსამართლოა”

უსმან დემბელესა და ლუის სუარესის გრძელვადიანი ტრავმების გამო ლა ლიგის ხელმძღვანელობამ “ბარსელონას” ტრანსფერის შეუფერებელ დროს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იმობილე: “ნეტავ, კლოპს ნამდვილ ჩიროსთან ემუშავა”

რამდენიმე დღის წინ იურგენ კლოპმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ იტალიაში “ლაციოს” გულშემატკივრობდა, სადაც “ლივერპულის” ყოფილ...
წაკითხვა