“სამტრედიამ” “კოლხეთს” სძლია
დღეს უმაღლესი ლიგის შეხვედრები გაიმართა.
წითელი ჯგუფის მატჩში სამტრედიის “სამტრედია” საკუთარ მოედანზე ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდა. ანგარიშის გახსნა მასპინძელთა მოთამაშემ, ბუდუ ზივზივაძემ 24-ე წუთზე შეძლო. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.
მეორე ნახევარშიც ერთი გოლი გავიდა; “სამტრედიას” კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა ორამდე გაზარდა ანგარიში. საბოლოოდ, მასპინძლებმა მეგრულ გუნდზე 2:0 იმარჯვეს.
ამ მოგებით იმერულმა კლუბმა 8 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება “კოლხეთს”, ფოთელები 9 ქულით მესამე ადგილზე არიან.