“სამტრედიამ” “ტორპედო” გაანადგურა, ორივე “დინამომ” მოიგო
ეროვნული ლიგის 25-ე ტურში “სამტრედიამ” ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფი ქუთაისის “ტორპედო” 4-1 გაანადგურა. ჰეთრიკი ხორვატმა ლეგიონერმა ნიკოლა პრელჩეცმა შეასრულა, 1 გოლი მათე კვირკვიამ შეაგდო, არადა, ანგარიში მე-15 წუთზე მეჰდი ბუკასმა გახსნა. “სამტრედიას” 16 ქულა დაუგროვდა, ბოლო 3 მატჩში 2 მოიგო და “შუქურასთან” მხოლოდ 5-ქულიან ჩამორჩენაშია.
მარტივად გაიმარჯვა თბილისის “დინამომ” ზორან მარუშიჩის გოლებისა და მილან რადინის ასისტების დუბლით “შუქურას” წინააღმდეგ.
დაძაბულ თამაშში მოიგო ბათუმის “დინამომ”. ერთადერთი ბურთი ჯიღაურმა “თელავის” საჯარიმოში არეულობის შედეგად გაიტანა. კარგი გამჭოლი პასი აზაროვმა გააკეთა.
უგოლო შეხვედრა შედგა გორში, სადაც “დილამ” “საბურთალო” მიიღო. კვლავ ძალიან მოკლე სკამი ჰყავს “დილას”. “საბურთალომ” 5 შეცვლა გააკეთა, თუმცა უშედეგოდ. ორივე გუნდს 40-40 ქულა დაუგროვდათ და მე-3/მე-4 ადგილებს იყოფენ.
სამტრედია 4-1 ტორპედო
გოლები: პრელჩეცი 22/35/76, კვირკვია 68 – ბუკასი 15
თელავი 0-1 დინამო ბათუმი
გოლი: ჯიღაური 15
შუქურა 0-4 დინამო თბილისი
გოლები: მარუშიჩი 27/64, ოსეი 44, ხარაბაძე 83
დილა 0-0 საბურთალო