“სამტრედიასა” და “ბათუმს” ლიცენზიაზე უარი ეთქვა
სფფ–ის საკლუბო ლიცენზირების სააპელაციო ორგანომ ა/წ 15–16 მაისს იმსჯელა ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საფეხბურთო კლუბების მიერ შემოტანილ საჩივრებზე.
ლიცენზირების სააპელაციო ორგანომ დააკმაყოფილა ქუთაისის „ტორპედოს“ აპელაცია უეფასა და ეროვნული ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით; ასევე, რუსთავის „მეტალურგისა“ და გორის „დილას“ აპელაციები – ეროვნული ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით.
„ზუგდიდს“, „სამტრედიას“ და ბათუმის „დინამოს“ უარი ეთქვათ ეროვნული ლიცენზიის გაცემაზე; ხოლო მარტვილის „მერანის“ მიერ წარმოდგენილი საჩივარი სააპელაციო ორგანომ არ განიხილა, სააპელაციო თანხის გადაუხდელობის გამო.
ლიცენზირების სააპელაციო ორგანომ ასევე მიიღო გადაწყვეტილებები გასაჩივრებულ სანქცირებად კრიტეირუმებთან დაკავშირებით.
ლიცენზირების გრაფიკით განსაზღვრული აპელაციების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების ვადები ამოიწურა და დაინტერესებული საფეხბურთო კლუბები უკვე ინფორმირებულნი არიან აპელაციის შედეგებზე, რაც შეიძლება გასაჩივრდეს სფფ–ის წესდებით განსაზღვრულ ტრიბუნალში ა/წ 22 მაისის ჩათვლით, ამ ორგანოსთვის პირდაპირი მიმართვით.
სფფ-ის პრესსამსახური