სამუდამო ბანიდან ნაკრებში – სანიოლმა პაატა ღუდუშაური უნდა გამოიძახოს!
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი წიტაიშვილი დააკლდებიან.
ვილი სანიოლმა პირველ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეროვნულ ლიგას დიდ ყურადღებას მიაქცევს და ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს მეტ შანსს მისცემს.
დღეს ჩემპიონატს გორის “დილა” ლიდერობს, ხოლო, მისი ერთ-ერთი ლიდერი 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული პაატა ღუდუშაურია. ღუდუშაურმა მშვენივრად ითამაშა “შუქურას” წინააღმდეგ, ხოლო, “სამტრედიასთან” მე-10 წუთზე მარცხენა ფეხით უზუსტესად შეასრულა და გოლიც გაიტანა.
23 წლის ღუდუშაურს პაუზის მიუხედავად ვარჯიში არ შეუწყვეტია, არ დანებებულა და მისი დაბრუნება უკვე შედგა. სამუდამო დისკვალიფიკაციის შემდეგ პაატამ და მისმა ოჯახმა იბრძოლა და დაახლოებით 2 წელიწადში მოედანზე ღირსეულად დაბრუნდა. ნაკრებს მარჯვენა ფრთაზე დასჭირდება მისი სტილის ფეხბურთელი, რომელიც ინდივიდუალისტია, შეუძლია თამაშის თავის თავზე აღება და მომენტების შექმნა. აქვს ძალიან მაგარი დრიბლინგი და მოზომილი დარტყმა.
ნაკრებს მარტში საკმაოდ მძიმე გრაფიკი ექნება და სანიოლს უნდა ჰქონდეს საშუალება სხვადასხვა შემადგენლობები გამოსცადოს, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ოფიციალურ შეხვედრამდე ამხანაგურები ვერ ესწრება. ასევე, ჯერჯერობით ლევან შენგელია ფორმაში არ არის შესული.
პაატას გარდა ელიგაში სხვა ძალიან საინტერესო ფეხბურთელებიც არიან – მაგალითად, გიორგი ფანცულაია, ირაკლი სიხარულიძე, ლუკა გუგეშაშვილი, ანრი მექვაბიშვილი, ლუკა გაგნიძე და სხვები.
სანიოლი, დიდი ალბათობით, ნაკრებში ბუდუ ზივზივაძესაც დააბრუნებს, ვისაც ვაისი პრაქტიკულად არასდროს ენდობოდა.
ღუდუშაურის გოლი “სამტრედიასთან”