სამუდამო ბანიდან ნაკრებში – სანიოლმა პაატა ღუდუშაური უნდა გამოიძახოს!

თარიღი: მარტი 9, 2021

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი წიტაიშვილი დააკლდებიან.

ვილი სანიოლმა პირველ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეროვნულ ლიგას დიდ ყურადღებას მიაქცევს და ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს მეტ შანსს მისცემს.

დღეს ჩემპიონატს გორის “დილა” ლიდერობს, ხოლო, მისი ერთ-ერთი ლიდერი 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული პაატა ღუდუშაურია. ღუდუშაურმა მშვენივრად ითამაშა “შუქურას” წინააღმდეგ, ხოლო, “სამტრედიასთან” მე-10 წუთზე მარცხენა ფეხით უზუსტესად შეასრულა და გოლიც გაიტანა.

23 წლის ღუდუშაურს პაუზის მიუხედავად ვარჯიში არ შეუწყვეტია, არ დანებებულა და მისი დაბრუნება უკვე შედგა. სამუდამო დისკვალიფიკაციის შემდეგ პაატამ და მისმა ოჯახმა იბრძოლა და დაახლოებით 2 წელიწადში მოედანზე ღირსეულად დაბრუნდა. ნაკრებს მარჯვენა ფრთაზე დასჭირდება მისი სტილის ფეხბურთელი, რომელიც ინდივიდუალისტია, შეუძლია თამაშის თავის თავზე აღება და მომენტების შექმნა. აქვს ძალიან მაგარი დრიბლინგი და მოზომილი დარტყმა.

ნაკრებს მარტში საკმაოდ მძიმე გრაფიკი ექნება და სანიოლს უნდა ჰქონდეს საშუალება სხვადასხვა შემადგენლობები გამოსცადოს, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ოფიციალურ შეხვედრამდე ამხანაგურები ვერ ესწრება. ასევე, ჯერჯერობით ლევან შენგელია ფორმაში არ არის შესული.

პაატას გარდა ელიგაში სხვა ძალიან საინტერესო ფეხბურთელებიც არიან – მაგალითად, გიორგი ფანცულაია, ირაკლი სიხარულიძე, ლუკა გუგეშაშვილი, ანრი მექვაბიშვილი, ლუკა გაგნიძე და სხვები.

სანიოლი, დიდი ალბათობით, ნაკრებში ბუდუ ზივზივაძესაც დააბრუნებს, ვისაც ვაისი პრაქტიკულად არასდროს ენდობოდა.

ღუდუშაურის გოლი “სამტრედიასთან”

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ანტონეტი: “მიქაუტაძე “მეცში” დაბრუნდება”

ფრანგული “მეცის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრედერიკ ანტონეტიმ გიორგი მიქაუტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ქართველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაფაელ ვარანი, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში ვიხილოთ

მადრიდის “რეალის” ფრანგი მცველის, რაფაელ ვარანის, ტრანსფერით ამჟამად ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები გახლავთ დაინტერესებულნი....
წაკითხვა
ფეხბურთი

ფლიკი: “ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ საშინლად მძინავს”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ მისთვის ჩემპიონთა ლიგიან გავარდნა რთული [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ ალაბა “რეალში” გადავა

ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ მიუნხენის “ბაიერნი” და მადრიდის “რეალი” დავიდ ალაბას ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაურისიო პოჩეტინომ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” შეაფასა

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარამა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მეტოქე “მანჩესტერ სიტი” შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიგუ: “მესი თუ რონალდუ? რთულია ტრიუფელი ხიზილალას შეადარო”

“ბარელონასა” და “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ლუიშ ფიგუმ, პრესასთან საუბრისას ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბელინგემის ტრანსფერით ინგლისური გრანდები დაინტერესდნენ

დორტმუნდის “ბორუსიას” 17 წლის ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, უკვე მიიპყრო ინგლისური გრანდების ყურადღება. Eurosport-ის ინფორმაციით, ინგლის...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუსი მწვრთნელი: “ორივე ტყვიას ამ მსაჯს ვესროდი” (ვიდეო)

რუსეთის სტუდენტური საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელ ვიქტორ ზუბჩენკოს დისკვალიფიკაცია ელის. ამის მიზეზი მის მიერ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესი, შესაძლოა, “ენფილდზე” დაბრუნდეს

მერსესაიდული “ლივერპულის” ხელმძღვანელები “ენფილდზე” ლუის სუარესის დაბრუნების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავენ. ამ ინფორმაც...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰოლანდი ახალი კლუბისგან 35-მილიონიან ხელფასს ითხოვს

უცხოურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავ ერლინგ ჰოლანდს ახალ კლუბში […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” დანი ოლმოს ტრანსფერით ინტერესდება

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისა და “ლაიფციგის” შემტევი ნახევარმცველი, დანი ოლმო, შესაძლოა, კატალონიის “ბარსელონას” რიგებში ვიხი...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარსიალის მეუღლე: “ვიცი, რომ მის გარშემო ბევრი ლამაზი გოგო ტრიალებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი შემტევის, ანტონი მარსიალის მეუღლე მელანი მარსიალი პრესასთან საუბრისას ფეხბურთელის ცოლობასთან დაკავშირებულ სი...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუბისარეტა: “მესი თუ წავა, ათნომრიანი მაისური ვინმე სხვამ უნდა მოირგოს”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ, ლეო მესის გუნდიდან წასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, [&...
წაკითხვა