სამუნდიალე კონკურსის მე-17 დღის პირველი მატჩის გამარჯვებულები
როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორი 10 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება.
სამუნდიალე კონკურსის მე-17 დღის პირველი მატჩის კითხვები იყო:
1) რა შედეგით დასრულდება მატჩის ძირითადი დრო? (1, X, 2) — 1;
2) გაიტანს თუ არა არიენ რობენი? (არ ითვლება მატჩისშემდგომი პენალტების სერია) — არა;
3) მატჩის ძირითადი დროის რომელ მონაკვეთში გავა პირველი გოლი? (1-30 წთ; 30-60 წთ; 60-90+ წთ; არ იქნება გოლი) — 30-60 წთ;
4) რომელი გუნდი მიღებს მეტ ყვითელ ბარათს სრული მატჩის მიმდინარეობისას? (ჰოლანდია, მექსიკა, თანაბრად, არ იქნება ნაჩვენები ყვითელი ბარათი) — მექსიკა.
კონკურსის მე-17 დღის პირველი მატჩის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:
მომხმარებელი: | სწორი პასუხების რაოდენობა: | მოგებული თანხა: | |
GIA CHICHINADZE | 4 | 15 | |
BEQA_BUKO | 4 | 15 | |
GAMBA | 4 | 15 | |
IGBLIANI2014 | 4 | 15 | |
SPORTOMAN | 4 | 15 | |
TAV_BU | 4 | 15 | არ აქვს მითითებული პინ-კოდი |
DAVID0890 | 4 | 15 | |
G.BALE11 | 4 | 15 | |
CHESTERA121 | 4 | 15 | |
BESO65 | 4 | 15 | არ აქვს მითითებული პინ-კოდი |
გამარჯვებულთა სიები „ევროპა ბეთში“ გაიგზავნება დღეს. შესაბამისად, იმ მომხმარებლებს, რომლებსაც საკუთარი ანგარიშის პინ-კოდი ჯერ არ მოუწვდიათ, 15:00 საათამდე ეძლევათ დრო პინ-კოდის მისათითებლად. სხვა შემთხვევაში, მათ ბალანსზე თანხის დარიცხვა ვერ მოხერხდება. თავისთავად, დანარჩენ გამარჯვებულებს თანხები რომ დაერიცხებათ, ეს ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, ჩვენი 6-წლიანი გამოცდილება მეტყველებს ამაზე.