სამზადისი ბოლო, მესამე ტურისთვის
თბილისის თასის მეორე რაუნდში, რომელიც ოთხშაბათს, 18 ივნისს, ავჭალაში გაიმართა, საქართველომ 10 ქულით წააგო არგენტინელ იაგუარებთან, ხოლო მზარდმა იტალიამ მშრალზე, 37 ქულით ძლია ესპანეთი.
თბილისის თასის მესამე, ბოლო რაუნდი კვირას, 22 ივნისს ჩატარდება: 17 საათზე ბორჯღალოსნები მზარდ იტალიას ეთამაშებიან, ხოლო 19 საათზე იაგუარები ესპანეთს შეხვდებიან.
სატურნირო მდგომარეობა
იაგუარებმა პირველ რაუნდში მოპოვებულ ბონუსიან, 5-ქულიან გამარჯვებას მეორე რაუნდის 4 ქულა მიამატეს და 9 ქულით ლიდერობა განიმტკიცეს. იტალიელები ბონუსმა მეორე ადგილზე აწია. მესამე ადგილს 4 ქულით ბორჯღალოსნები იკავებენ, ხოლო ბოლოზე, კვლავ ნული ქულით, ესპანეთია.
ხვალ, შაბათს, 21 ივნისს, ოთხივე გუნდი გამართავს კაპიტნის ვარჯიშს, რის შემდეგაც გამოქვეყნდება სამატჩო, 22-კაცა, გადანომრილი რაზმები.
ტელე და ინტერნეტ ტრანსლაცია
დამაგვირგვინებელი რაუნდის მატჩს საქართველოსა და მზარდ იტალიას შორის პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. ტრანსლაცია 17 საათზე დაიწყება
ორივე მატჩის ხილვა სტრიმის მეშვეობით შესაძლებელია რაგბის საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე http://www.irb.com/live/video.html
ბილეთები იყიდება ყოველდღიურად საქართველოს რაგბის კავშირში, ხოლო მატჩის დღეს – ავჭალის სარაგბო სტადიონზე. თითო დღის ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს.
Rugby.GE