„სან-ანტონიომ“ და „ნიუ-ორლეანმა“ მოგებით დაიწყეს, „ლეიკერსი“ „ჰიუსტონთან“ დამარცხდა
გამთენიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონის პირველი სამი მატჩი გაიმართა.
სან-ანტონიოში ლიგსი მოქმედმა გამარჯვებულმა „დალას მავერიკსი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქეს ერთი ქულით – 101:100 აჯობა. საუკეთესო პოპოვიჩის გუნდის რიგებში ტონი პარკერი აღმოჩნდა, რომლის მონაგარმა 23 ქულა შეადგინა. რაც შეეხება „დალასს“, „მავსის“ რიგებიდან ყველაზე შედეგიანი მონტა ელისი აღოჩნდა, რომელმაც 26 ქულასთან ერთად, ასევე 6 გადაცემა მიითვალა.
„სან-ანტონიო“ – „დალასი“ 101:100 (26:24, 19:29, 31:20, 25:27)
„სან-ანტონიო“: პარკერი (23 ქ.), ჯინობილი (20 ქ. 6 პ.), ბელინელი (15 ქ.), დანკანი (14 ქ. 13 მ. 5 დ.), გრინი (13 ქ.)
„დალასი“: ელისი (26 ქ. 6 პ.), ნოვიცკი (18 ქ. 6 მ.), ჰერისი (17 ქ. 5 პ.;), ჩენდლერი (8 ქ. 10 მ.)
ა17 ქულით იმარჯვა „ნიუ-ორლეანმა“, რომლის მეტოქეც პირველ მატჩში „ორლანდო მეჯიკი“ იყო.
„ნიუ-ორლეანი“ – „ორლანდო“ 101:84 (24:25, 24:16, 30:23, 23:20)
„ნიუ-ორლეანი“: დევისი (26 ქ. 17 მ. 9 ბ. 3 ჩ,), ანდერსონი (22 ქ. 9 მ.), აშიკი (14 ქ. 17 მ. 5 ბ.), ევანსი (12 ქ. 9 მ. 6 პ.)
„ორლანდო“: ჰარისი (25 ქ. 8 მ.), ვუჩევიჩი (15 ქ. 23 მ. 4 ბ.), ფურნიე (11 ქ.), გორდონი (11 ქ.)