„სან-ლორენცოს“ კაპიტანი: „რეალის“ ფეხბურთელები ქალაჩუნები არიან“

თარიღი: დეკემბერი 24, 2014

არგენტინული „სან-ლორენცოს“ კაპიტანმა ხუან მერსიემ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ქალაჩუნებად მოიხსენია.

შეგახსენებთ, რომ შაბათს „რეალმა“ სამხრეთამერიკული კლუბი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

„ყოველთვის, როდესაც ამ ქალაჩუნებს ვეხებოდით, ისინი ვარდებოდნენ. მათ დაფარებას ვცდილობდით, მსაჯი კი მაშინვე უსტვენდა. ისინი აქ უნდა ჩამოვიდნენ. აქ ისე ვთამაშობთ, როგორც შეგვიძლია, „რეალი“ კი, ფიზიკურ დატვირთვას შეჩვეული არაა“, – ციტირებს მერსიეს გამოცემა „Marca“.

მსგავსი სიახლეები