სან მარინოელმა ფეხბურთელმა იმიტომ იტირა, რომ მისი გუნდი ზედიზედ ორ მატჩში არ დამარცხდა (ვიდეო)
სან მარინოს ნაკრების ფეხბურთელმა, დანტე როსიმ გიბრალტართან გამართული შეხვედრის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა.
სან მარინოელებმა უეფას ერთა ლიგის ბოლო ორ მატჩში ორი ფრე ითამაშეს და გოლი არ გაუშვეს. ამ ქვეყნის ნაკრებს ზედიზედ ორი მატჩი წაუგებლად აქამდე არასოდეს ჩაუტარებია. სწორედ ამ ისტორიული მიღწევის შემდეგ, დანტე როსიმ ინტერვიუს დროს იტირა.
“ეს ჩემთვის ოცნების ასრულებაა… ბევრს ვერ ვსაუბრობ… ჩემი ოჯახი ბედნიერია, ჩემი მეუღლეც. მადლობა თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს. ამ წარმატებას მთელ ქვეყანას ვუძღვნი. ქვეყანას, რომელიც პატარაა, მაგრამ დიდი გული აქვს”, – განაცხადა როსიმ.
San Marino, tarihinde ilk kez üst üste 2 maç yenilmeyince savunma oyuncusu Rossi, röportajda gözyaşlarını tutamadı.
🗣 "Ağlamayacağım demiştim ama ağlayacağım. Küçük ama kalbi büyük ülkeme armağan olsun."
🗞 (San Marino RTV) pic.twitter.com/Wr18GVLbvj
— FutbolArena TV (@FutbolarenaTV) November 14, 2020