სანახაობირივი და უხვგოლიანი დაპირისპირება დინამო არენაზე

თარიღი: მაისი 2, 2015

დღეს, “დინამო არენაზე” უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის “დინამომ” ქუტაისის “ტორპედოს” უმასპინძა და დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რაც მე-10 წუთზე გოლით დასრულდა. მარჯვენა ფლაგნიდან კლიმიაშვილის მოწოდებულ კუთხურს გურამ ადამაძე გამოეხმაურა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.

მე-13 წუთზე მასპინძლებმა პირველი საგოლე მომენტი შექმნეს. პრისპირ გასულ მანუელ ონვუს შეყრილაძემ დაასწრო, თუმცა საჯარიმოს მისადგომებთან ქუთაისელებმა თამაშის წესი დაარღვიეს და “დინამოს” სახიფათო ჯარიმის შესრულების საშუალება მიეცა. თოთაძის დარტყმა ცოცხალ კედელში კლიმიაშვილს ხელზე მოხვდა, თუმცა მთავარმა არბიტრმა, ლევან კვარაცხელიამ თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, მეორე ტაიმში ხელით თამაშის დაფიქსირებას ქუთაისელებიც ითხოვდნენ.

მე-18 წუთზე პაპუნაშვილის მოწოდებულ სტანდარტს თავით თოთაძე გამოეხმაურა, მაგრამ დინამოელთა კაპიტნის დარტყმას ქუთაისელი მცველები გადაეღობნენ. თბილისელები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და მეტოქეს დიდი ძალებით უტევდნენ, რაც ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლოგიკური გოლით დასრულდა. პაპუნაშვილის წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა დაახლოებით 30 მეტრიდან ლაშა თოთაძემ გოლად აქცია – 1:1. გატანილი გოლის შედმეგ “დინამოს” მალევე დაწინაურება შეეძლო, თუმცა ცინცაძის დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.

ტაიმის ბოლო წუთზე კი გატანა “ტორპედოს” შეეძლო, როდესაც პირისპირ გასულ ბუდუ ზივზივაძეის დარტყმა დაუშვილმა ფეხით მოიგერია და პირველი ნახევარი ფრედ დასრუკდა.

შესვენების შემდეგ თამაში “დინამოს” სახიფათო მომენტით განახლდა. მარჯვენა ფლანგიდან პაპუნაშვილის დარტყმა შეყრილაძის კარს მცირე მანძილით ასცდა. 50-ე წუთზე კი მასპინძები ლამაზი კომბინაციის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა იმავე პაპუნაშვილმა დააწინაურა.

55-ე წუთზე ტაბატაძის პასით გატანა კიტეიშვილს შეეძლო, თუმცა ახალგაზრდა დინამოელის მცდელობა არაზუსტი აღმოჩნდა. ამ ეპიზოდის შემდეგ მატჩის ტემპი დაეცა და მოედანზე თითქმის 20 წუთის განმავლობაში საინტერესო არაფერი მომხდარა. 76-ე წუთზე კი “ტორპედომ” ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მარცხენა ფრთიდან ქუთაისელთა შეტევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა და შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ თოთაძესთან ორთაბრძოლაში თავური დარტყმით შეძლო გოლის გატანა – 2:2.

83-ე წუთზე თოთაძის უხეში შეცდომის შემდეგ “ტორპედოს” შეეძლო დაწინაურება, მაგრამ კირკიტაძის დარტყმა კარს მცირე მანძლით ასცდა. “დინამომ” მეტოქეს ჭანტურიშვილის სახიფათო დარტყმით უპასუხა, რომელიც ასევე არაზუსტი გამოდგა. თბილისელთა შემდეგი შეტევა კი შედეგიანი აღმოჩნდა. შერგელაშვილის ჩაწოდებას საჯარიმოში შეჭრილი ჯიღაური გამოეხმაურა და 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში, 3:2 დააფიქსირა.

დინამო თბილისი 3-2  ტორპედო ქუთაისი

გოლები: ადამაძე 10′ (0:1): თოთაძე 40′ (1:1); პაპუნაშვილი 50′ (2:1); კვარაცხელია 76′ (2:2); ჯიღაური 86′ (3:2); 

დინამო: დაუშვილი, ტაბატაძე, თოთაძე, რენე ფერეირა, შერგელაშვილი, ცინცაძე, ლობჟანიძე (ჯიღური 69′) , პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ჩირგაძე 80′), ჭანტურიშვილი, ონვუ (ბუკორაცი 75′).

მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

ტორპედო: შეყრილაძე, იოსელიან, ზივზავაძე, მამასახლისი, ტუღუში (ბაბუნაშვილი73′) , ჭელიძე, ქიმაძე, კირკიტაძე, კლიმიაშვილი (კვარაცხელია 6 1′), მირცხულავა (პუხაევი 57′) , ადამაძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მარიო მანჯუკიჩი რუსეთში მიდის

ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, კარიერას, სავარაუდოდ, რუსეთში გააგრძელებს. “ჩემპიონატის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვის დაიმატებს ლევან კორღალიძე “საბურთალოს” სამწვრთნელო შტაბში?

“საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე იქნება, რომელმაც პოსტზე თეიმურაზ შალამბერიძე შეცვალა. გუნდის ვებ-გვერდმა კორღალიძესთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა ჯორდან აიუმ პენალტი “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში (ვიდეო)

19 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდა. მატჩის 72-ე წუთზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “მესის კლუბის დატოვების უფლებას ვერ მივცემდი”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, ლეო მესიზე ისაუბრა. როგორც იცით, არგენტინელ ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურდა, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: გარეტ ბეილი “ტოტენჰემში” დაბრუნდა

მადრიდის “რეალის” გარემარბი გარეტ ბეილი “ტოტენჰემ ჰოთსპურში” დაბრუნდა. უელსელი ფეხბურთელი ჩრდილოლონდონური გუნდის რიგებში განათ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტი: “ალკანტარამ მაწყენინა”

“ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ტიაგო ალკანტარას “ლივერპულში” ტრანსფერი იუმორისტულად შეაფასა. შეგახსენებთ, რომ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კორღალიძე “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელია

თბილისის “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე იქნება. კორღალიძემ თეიმურაზ შალამბერიძე შეცვალა, რომლის წასვლის შესახებ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

თეიმურაზ შალამბერიძემ “საბურთალო” დატოვა

“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა თეიმურაზ შალამბერიძემ გუნდი დატოვა. “საბურთალოს” ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხამეს როდრიგესმა პრემიერ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

“ევერტონის” კოლუმბიელმა ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, ინგლისის პრემიერ ლიგაში პირადი ანგარიში გახსნა. “რეალის” ყოფილმა ვარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხავი მარტინესი “ატლეტიკში” ბრუნდება

“მარკას” ინფორმაციით, მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ხავი მარტინესი სამშობლოში დაბრუნება და კარიერას ბილბაოს “ატლეტი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრანსფერი ჩაიშალა? დეპაიმ “ლიონში” ათნომრიანი მაისური აირჩია

“ლიონის” ნახევარმცველმა, მემფის დეპაიმ, ნომერი შეიცვალა: ამიერიდან, მემფისი 11-ნომრიანი მაისურის ნაცვლად 10-ნომრიანით ითამაშებს. ინფორმაცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანალიზი: გია ჭიაბრიშვილი – საქართველოს ნაკრების მომავალი მთავარი მწვრთნელი

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2016 წლიდან უცხოელი სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმერ ვაისი წვრთნის, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სასწაული ავტოგოლი რუმინეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Ljuban Crepulja (Astra) with a bizarre/comical/unstoppable own goal that left his teammates bewildered! […]...
წაკითხვა