სანან გურბანოვი: “ადვილი თამაში არ გველის, მაგრამ აუცილებლად გამარჯვება გვსურს”

თარიღი: აგვისტო 1, 2019

“გაბალას” მთავარმა მწვრთნელმა, სანან გურბანოვმა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოსთან” გასამართ განმეორებით მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.

“ვოლკოვი და გიგაური ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. ვოლკოვი დაახლოებით ერთი წელია, რაც ჩვენ გუნდშია და ის გუნდს ტიტულების მოგებაშიც დაეხმარა. რაც შეეხება გიგაურს, ის ერთ თვეზე მეტია ჩვენთან იმყოფება. ორივე ქართველი “გაბალას” მნიშვნელოვანი ნაწილია.

შინ დავმარცხდით. “დინამო” საკმაოდ ძლიერი გუნდია. მეტოქე ახლაც საკუთარ მიმდინარე ჩემპიონატში თამაშობს და ფორმაშია. ჩვენ ახალი ფეხბურთელები დავიმატეთ, რომლებსაც დებიუტი პირდაპირ ევროპის ლიგაზე ჰქონდათ. აქ მოსაგებად ჩამოვედით, ადვილი თამაში არ გველის, მაგრამ აუცილებლად გვინდა, რომ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს.

მე პირველი მატჩის შემდეგაც აღვნიშნე, რომ “დინამო” საკმაოდ შეკრული გუნდია და ეს ძალიან მომწონს. მოთამაშეებიდან გუნდის კაპიტან შენგელიას გამოვარჩევდი. ასევე, რამდენიმე გვარის დასახელება შემიძლია, მაგრამ თავდამსხმელებს გამოვარჩევდი. ამ ეტაპზე ჩემი გუნდი ძალიან მომწონს, ამიტომ ჩემ გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ახალი გუნდი გვყავს. “გაბალა” რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. შანსი მივეცით ახალგაზრდებს. რა თქმა უნდა, მარცხი ძალიან ცუდია. გულშემატკივარი ჩვენგან უფრო მეტს ელის, ამიტომაც პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მწვრთნელის შეცვლაზე საუბარი ჯერ არ არის. სეზონი ახლა დაიწყო და ვცდილობთ, ძველი და ახალგაზრდა მოთამაშეების სინთეზი გავაკეთოთ.

ვიცით, რომ ხვალ საკმაოდ რთული თამაში გველის. ფეხბურთელებთან საუბარი გვქონდა და ჩვენთვის გამარჯვება აუცილებელია. წინა მატჩის ჩანაწერი ვნახეთ და შევეცადეთ “დინამოს” სუსტი წერტილები დაგვენახა. მნიშვნელოვანია, ხვალ შეტევაშიც და დაცვაშიც კარგად ვითამაშოთ”, – განაცხადა გურბანოვმა.

შეგახსენებთ, რომ “დინამო” – “გაბალას” დაპირისპირება 1 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ზიდანი: “ათი წუთით კონცენტრაცია დაგვაკლდა”

26 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” — “მანჩესტერ სიტი” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიონი” — “იუვენტუსი” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლიონსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ფრანგების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ლიხტის დაზიანება “ლიონთან” მატჩში (ფოტო, ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლიონი” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსს” მასპინძლობს. შეხვედრის პირველ ნახევარში, ერთ-ერთ ეპი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” – “მანჩესტერ სიტი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტის” დაუპირ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველო – ბელორუსის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია!

26 მარტს საქართველოსა და ბელორუსს შორის გასამართ შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ამ ინფორმაციას ფეხბურთის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაღალი ტემპერატურის გამო იმობილე გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს

რომის “ლაციოს” იტალიელმა თავდამსხმელმა, ჩირო იმმობილემ, გუნდთან ერთად ვარჯიში შეწყვიტა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიზეზი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გატუზო: “ბარსელონაში წასვლამდე ჩაფხუტებსა და აბჯრებს შევიძენთ”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბარსელონასთან” დაფიქსირებული საბრძოლო ფრის (1:1)...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ ვილა: “90 პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, რომ “არსენალში” გადავიდოდ

ესპანური ფეხბურთის ლეგენდა, დავიდ ვილა, პრესასთან საუბრისას აღიარებს, რომ 2013 წელს კარიერის ლონდონის “არსენალში” გაგრძელებასთან […...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულეს “ნაპოლის” ფანებმა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი (ვიდეო)

25 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ნაპოლი” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “ეს გვარდიოლა-ზიდანის დაპირისპირება არ არის”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “მანჩესტერ სიტისთან” მატჩამდე კომენტარი გააკეთა. ფრანგ სპეციალისტ იმედი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალფონსო დეივისის სისწრაფე “ჩელსისთან” მატჩში (ვიდეო)

25 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ბაიერნი” მიიღო და 0:3 დამარცხდა. “ბაიერნის...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” — “ბარსელონა” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და “ბარსელონას” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ, ანგარიშით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” — “ბაიერნი” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსისა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც […]...
წაკითხვა