სანჩესი, შესაძლოა, “იუნაიტედში” აღმოჩნდეს
ჩილეს ეროვნული ნაკრების მოთამაშე მანჩესტერელთა ინტერესების სფეროში მოექცა.
Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა, ალექსის სანჩესთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გამართა.
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა შეძლო ჩილელის დარწმუნება იმაში, რომ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ის “იუნაიტედის” ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი იქნება.
აღსანიშნავია, რომ სანჩესი ასევე “პარი სენ ჟერმენის” სამიზნეთა სიაში იმყოფება, როგორც კრიშტიანუ რონალდუს ალტერნატივა, პორტუგალიელის ვერშეძენის შემთხვევაში.
წყაროზე დაყრდნობით, 26 წლის ჩილელის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში, “არსენალის” მაისურით, სანჩესის ანგარიშზე 17 მატჩი, შვიდი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.