სანდერსი: “თუ ხურციძეს ვერ დავამარცხებ, წავალ!”
8 ივლისს, ლონდონში საშუალო წონით კატეგორიაში WBO-ს ქამრის მოსაპოვებლად ერთმანეთთან ავთანდილ ხურციძე და ბილი ჯო სანდერსი იჩხუბებენ.
15 მაისს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ორივე მოკრივე ესწრებოდა. ბრიტანელმა სპორტსმენმა კვლავაც ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და ხურციძეზე დამცინავად ისაუბრა.
“თუ მას კუნთებს მოაშორებთ, მაშინ ძალზედ მსუბუქი წონის გამოვა. ჩემი ვარაუდით, კუნთების გასაზრდელად დახმარება სჭირდება. ხურციძე 37 წლისაა. თუ მის დამარცხებას ვერ შევძლებ, საერთოდ წავალ და არავისთან ჩხუბზე აღარ ვიფიქრებ.
მას 40 წლამდე სამი წელი აშორებს და საუკეთესო მოკრივეებს შორის არც განვიხილავ. შვიდი წლის ვაჟი მყავს, რომელმაც კრივის საკითხებზე უფრო მეტი იცის, ვიდრე მან. ის აქ მხოლოდ ფულისთვისაა, მხოლოდ ფულისთვის”, – ციტირებს სანდერსის სიტყვებს boxingscene.com.