სანე: “მესის დონეზე ეს სამი ფეხბურთელი დგას”
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა ლეროი სანემ ის სამი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც, მისი აზრით, ლიონელ მესის დონეზე დგანან.
“მესის დონეზე მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი დგას. ლეო, ნეიმარი, კრიშტიანუ რონალდუ და ედენ აზარი დანარჩენი მოთამაშეებისთვის მიუღწევლები არიან. მესუთ იოზილსა და ედინსონ კავანისაც წარმოუდგენელი პროგრესი აქვთ.
დასახელებულ ფეხბურთელებს დიდად ჩამოვრჩები. მოედანზე ზედმეტი დატვირთვის გარეშე უნდა ვითამაშო, ფეხბურთით უნდა დავტკბე. მატჩების წინ საკუთარ თავს რაიმე კონკრეტულ მიზანს არ ვუსახავ. მოედანზე საკუთარი თავის იმედით გავდივარ და ყველაფერი თავისთავად გამოდის.
როდესაც პეპ გვარდიოლამ დამირეკა და მითხრა, რომ თავის გუნდში ჩემი ხილვა სურდა, უკვე ვიცოდი, როგორ მოვიქცეოდი. მე მას “ბარსელონასა” და “ბაიერნში” მუშაობის პერიოდში ვაკვირდებოდი. კიმიხსაც ვესაუბრე და მან მითხრა, თუ გვარდიოლა გირეკავს და თავის გუნდში გეპატიჟება, დათანხმდიო”, – ციტირებს სანეს სიტყვებს Die Welt-ი.