სანიოლი: “ბაიერნმა” ჩათვალა, რომ ვარანი 5 მილიონი არ ღირდა”
მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა სკაუტმა, ვილი სანიოლიმ, პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ 2011 წელს კლუბის ხელმძღვანელობას რაფაელ ვარანის ტრანსფერი შესთავაზა.
“როდესაც “ბაიერნში” ვმუშაობდი, მეგობარმა დამირეკა და მითხრა – “აუცილებლად უნდა წახვიდე საფრანგეთში და “ლენსიში” მოთამაშე ძალიან საინტერესო ფეხბურთელის თამაში ნახო.
პირველი ტაიმის შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად სერიოზულად უდგებოდა ის საქმეს. პირველ ნახევარში დაცვითი ტიპის ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა, მეორე ტაიმში კი ცენტრალურ მცველად მოგვევლინა.
გარკვეული კავშირები გამაჩნდა და 48 საათიც არ დამჭირდა ფასის შესათანხმებლად. რაღაც ამხანაგურ მატჩზეც შევთანხმდეთ. საერთო ჯამში მისი ფასი ხუთ მილიონს შეადგენდა.
როდესაც დოსიე “ბაიერნის” შესაბამის განყოფილებას გადავეცი, ჩათვალეს, რომ ვარანი 5 მილიონი არ ღირდა. 18 წლის ფეხბურთელისთვის ეს დიდი თანხა იყო.
ორი თვის შემდეგ ის “რეალში” 10 მილიონად გადავიდა, რაც დარწმუნებული ვარ, არ უნანია. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქ ბედნიერია. როგორც სკაუტისთვის, იმედგამაცრუებელია. შემეძლო “ბაიერნში” ცენტრალური მცველი მიმეყვანა, რომელიც 10-12 წელი ითამაშებდა,” – აცხადებს სანიოლი.