სანიოლი გრიგალავაზე: “ჩემთვის მთავარია სწორად აზროვნება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გია გრიგალავას შესახებ ისაუბრა.
“არ არის ცუდი იმის თქმა, რომ საქართველოში ბევრი რონალდო და მესი არ გყავთ. თუკი საქართველოს სურს რაღაც ეტაპზე მიაღწიოს რაღაც დიდს, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი აზროვნება და ჩემთვისაც ასეა, თუ როგორ აზროვნებ. ყველა შენი ძალისხმევა უნდა გამოიყენო. გია ესპანეთთან მატჩის შემდეგ არ იყო კარგ ხასიათზე, რადგან სკამზე იყო დიდი ხნის განმავლობაში.
მან ამიხსნა, რომ არ გრძნობდა თავს კარგად, ეს იყო გარკვეული ნიშანი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია სწორი აზროვნება. საბერძნეთთან თამაშის დროს მჭირდებოდა ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ბოლომდე ჩადებდნენ ინვესტიციებს.
არავინ ვართ იდეალურები, ყველა ვუშვებთ შეცდომას. შეიძლება წახვიდე და უკან აღარ დაბრუნდე. ეს საკმაოდ მოსაწყენია. მე ყველაფრის მიხუედავად, თავდაჯერებული ვარ და მჯერა გიასი. მან თავის კლუბში უნდა გამოიჩინოს თავი, სტაბილურად ითამაშოს და აჩვენოს, რომ სრული მოტივაცია აქვს”, – განაცხადა სანიოლმა.