სანიოლი: “მე ჩემს ფეხბურთელებში მომწონს, რომ როდესაც მოედანზე არიან ბოლომდე იხარჯებიან”

თარიღი: ივნისი 1, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა რუმინეთთან ამხანაგურ მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.

“ვიცით, რომ რუმინეთი კარგი გუნდია და ხვალ რთული მატჩი გველის. ვფიქრობ, როცა საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ თავის საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო. ვიცით, რომ ხვალინდელ შეხვედრას გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა დაესწრება და ვფიქრობ, რომ კარგი გარემო იქნება. ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად შევეცდებით საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ.

საკვალფიკაციო ეტაპი სექტემბერში განახლდება. რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩები ჩვენ საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა ფეხბურთელს დავაკვირდეთ, სხვადასხვა ტაქტიკა მოვსინჯოთ, რათა კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს საუკეთესო მდგომარეობაში შევხვდეთ.

საქართველოს არის ქვეყანა, საკუთარი სპეციფიკითა და კულტურით. მე ჩემს ფეხბურთელებში მომწონს, რომ როდესაც მოედანზე არიან ბოლომდე იხარჯებიან. შესაძლოა ისინი მსოფლიოს საუკეთესო ლიგებსა და კლუბებში არ თამაშობენ, მაგრამ მე შემიძლია მათ ვენდო და ჩემთვის ამ ფეხბურთელებთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა”, – ციტირებს სანიოლის სიტყვებს Nakrebi.Ge.

რუმინეთსა და საქართველოს შორის მატჩი 2 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

თუ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მოიგებს, ფეხბურთელები თმას ფოდენის სტილში შეიღებავე

ინგლისის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა განაცხადა, რომ თუ ინგლისელები ევრო 2020-ს მოიგებენ, გუნდის ყველა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნესტა: “მესიმ მენტალურად გამანადგურა”

ვეტერანმა იტალიელმა მცველმა, ალესანდრო ნესტამ ლიონელ მესისთან დაპირისპირება გაიხსენა და თქვა, რომ არგენტინელმა ის მორალურად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ავსტრიელმა და უკრაინელმა ფანებმა ვლადიმერ პუტინს ერთად უმღერეს (ვიდეო)

21 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ქალაქ ბუქარესტში ერთმანეთს უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რიად მაჰრეზი მეგობარ გოგონასთან ერთად საბერძნეთში ისვენებს (ფოტო)

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი რიად მაჰრეზი მეგობარ გოგონა ტეილორ უარდთან ერთად საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე ისვენებს....
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი კოხრეიძე “გრენობლში” ითამაშებს

“საბურთალოს” 22 წლის კაპიტანი გიორგი კოხრეიძე კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ის “გრენობლში” გააგრძელებს. “გრენობლსა” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყატარი მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ აცრილ გულშემატკივრებს დაუშვებს

ყატარის პრემიერმინისტრმა ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ ტანიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გორან პანდევი ხვალ სანაკრებო კარიერას დაასრულებს

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კაპიტანმა გორან პანდევმა განაცხადა, რომ ხვალ საერთაშორისო დონეზე უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს. 37 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შჩესნი ესპანეთთან მატჩის წინ სიგარეტს ეწეოდა (ფოტო)

პოლონეთის ეროვნული ნაკრების მეკარე, ვოიცეხ შჩესნი ესპანეთთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, სასტუმროს დატოვებისას სიგარეტთან ერთად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიერი ანრიმ ვარჯიზე ლუკაკუ და დე ბრუინი გაოგნებული დატოვა (ვიდეო)

სოციალურ ქსელ Twitter-ში ბელგიის ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ვარჯიშზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. ბელგიელი ფეხბურთელები საჯარიმო […...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოულსენი: “თუ რუსეთის დამარცხება არ შეგიძლია, მომდევნო ეტაპზე ყოფნას არ იმსახურებ

დანიის ნაკრების თავდამსხმელმა იუსუფ პოულსენმა რუსეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, B ჯგუფში სიტუაცია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაია ქვილითაია-ოქრიზე ნაწყენი არ არის

“ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გიორგი ქვილითაიაზე და თორნიკე ოქრიაშვილზე კომენტარს აკეთებს. ქართველებმა გუნდი დატოვეს [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

თათია გაბუნიას იტალიიდან იწვევენ – პირველი საერთაშორისო ტრანსფერი

“ლანჩხუთისა” და საქართველოს ნაკრების მეკარეს, თათია გაბუნიას იტალიის საფეხბურთო კლუბი იწვევს. გაბუნიას იტალიაში საკმაოდ კარგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘მას ასეთი რამ არ უნდა ეთქვა’ – ლუის ენრიკე ფერან ტორესზე

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პოლონეთთან მატჩის (1:1) შემდეგ ფერან ტორესის მიერ მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მორატა: “ხალხი იმას იტყვის, რაც სურს”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ალვარო მორატამ პოლონეთთან გამართული მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა