სანიოლი: “მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით”

თარიღი: ივნისი 7, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნიდერლანდებთან ამხანაგურ შეხვედრაში განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს, შესაძლოა ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა იყო.

ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით. ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ყავს, ჩვენზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდით.

​ორი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ, ერთი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. ვფიქრობ, რომ ეს მატჩები ჩვენი შესაძლებლობების შეჯამების კარგი საშუალება იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ, თუმცა გარკვეული მომენტებით უკმაყოფილო ვარ.

​ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ წარმატების მისაღწევად და კარგი რეზულტატის საჩვენებლად გვჭირდებიან ფეხბურთელები, რომლებიც ახალ პროექტში 100 პროცენტით იქნებიან ჩართულები და მზად იქნებიან, რომ ბოლომდე დაიხარჯონ. დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე ასე არ იყო და სწორედ ამიტომ ცოტა უკმაყოფილი ვარ. ასევე მესმის, რომ ივნისი ფეხბურთში რთული პერიოდია, ამ დროს შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა როგორც ეს სექტემბერში იქნება. კოსოვოს წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მჯერა, რომ საკუთარ თავს ბევრად უკეთესად წარმოვაჩენთ და მეტი ამბიციით ვითამაშებთ.

სანაკრებო ფეხბურთში ყოველთვის ასე ხდება, რომ სხვადასხვა საწვრთნელ შეკრებაზე სხვადასხვა მოთამაშეები უკეთესად წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს. სექტემბერში გასამართ ოფიციალურ მატჩებამდე დაახლოებით სამი თვე გვაქვს, ამ პერიოდში შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს, ზოგი მოთამაშე გუნდს შეიცვლის, ზოგი ითამაშებს, ზოგი ვერა. განვლილი ორი შეხვედრა კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ კარგად და რა ცუდად. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ განვითარება გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ”, – ციტირებს სანიოლის სიტყვებს nakrebi.ge.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ოქრიაშვილის სუპერ-ჯარიმა კვიპროსში (ვიდეო)

სანაკრებო პაუზიდან კვიპროსში დაბრუნების შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი საკლუბო დონეზეც გაიტანა და თანაც, ძალიან მაგარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სლუცკი: “ხვიჩას მამისა და აგენტის მხრიდან შექმნილი აჟიოტაჟი გადაჭარბებული იყო”

ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში საფეხბურთო ტაიმაუტი ხვიჩა კვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს” – ბასილაშვილმა ქართველ ქომაგებს მიმართ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიანა ველსის მასტერსის ფინალში დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველმა ჩოგბურთელმა მიღებული გამოცდილება მას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაგუაირის კატასტროფული სტარტი – ყველა შეცდომა ერთ ვიდეოში (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მერვე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” დასანანი მარცხი განიცადა “ლესტერ სიტისთან” (4-2). შედეგად ოლე გუნარ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რომამ” გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ვერ გამოიყენეს (ვ

კვირა სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართა, სადაც “იუვენტუსი” “რომას” დაუხვდა. შეხვედრა მასიმილიანო ალეგრის გუნდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გამარჯვების აღნიშვნისას “ვიტესის” ფანების ტრიბუნა ჩამოინგრა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში არნემიდან საზარელი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩამოინგრა “ვიტესის” ფანების ტრიბუნა გამარჯვების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტა: “ჩვენ “ბარსელონას” ფსკერიდან ამოვიყვანთ”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თათბირზე 2020/21 წლების სეზონის ფინანსური კ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ” “ბარსელონას” ბარტერს სთავაზობს

El Nacional-ის მიერ გაცრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, სერხიო აგუეროს კატალონიურ კარიერას, შესაძლოა, ბოლო ძალიან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ზესტაფონისთვის” გოლს დირექტორი ჯაბა დვალიც იტანს (ვიდეო)

“ზესტაფონის” ლეგენდარული თავდამსხმელი ჯაბა დვალი გოლების გატანას 2021 წელსაც ახერხებს. 36 წლის დვალი მე-4 ლიგელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ილია ბერიაშვილის თავური გოლი “როტორში (ვიდეო)

ცენტრალუმა მცველმა ილია ბერიაშვილმა “როტორში” სეზონში მე-3 გოლი გაიტანა. “როტორმა” “სპარტაკის” მე-2 გუნდთან 1-1 ით...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კიდევ ერთი ოჯახი დაანგრიე ბო*ის გამო” – ვანდა ნარა მაურო იკარდის დაშორდ

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ მაურო იკარდისა და ვანდა ნარას გზები გაიყარა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ვანდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ირლანდიაში მეკარე მოედნიდან თანაგუნდელის ცემის გამო გააძევეს (ვიდეო)

ირლანდიაში უმაღლეს ჩემპიონატში მომხდარმა ეპიზოდმა სოციალური ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. “გლენტორანის” მეკარემ მეორე გოლის გაშვების [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნემანია მატიჩი: “14 ქულა გვაქვს, ჯერ კიდევ ტიტულისთვის ბრძოლაში ვართ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ნემანია მატიჩი ბოლოდროინდელი არასახარბიელო შედეგების მიუხედავად ოპტიმიზმს ინარჩუნებს. “ძალიან ვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “სალაჰი ახლა მსოფლიოში საუკეთესოა, ვინ დგას მასზე მაღლა?”

პრემიერ ლიგის მერვე ტურში მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა მოჰამედ სალაჰმა და “ლივერპულმა”. “სკაუზერებმა” კლაუდიო რანიერის “უოტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” ჰოლანდის ალტერნატივას “ფიორენტინაში” მიაკვლია

არსებული ფინანსური კრიზისიდან გამომადინარე კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის განხორციელების იმედები დაკარ...
წაკითხვა