სანიოლის ვრცელი კომენტარი, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრების ხუთი ლიდერი

თარიღი: მარტი 16, 2022

საქართველოს ნაკრები უახლოესი მატჩებისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. შემადგენლობის დასახელების პარალელურად, ვილი სანიოლმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ალბანეთთან მატჩების შესახებ ისაუბრა. 

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):< „ჩვენ ორივე მატჩს სტუმრად ვატარებთ ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთთან. გასულ შემოდგომაზე ჩვენ ვნახეთ, რომ სტუმრად თამაში კარგად შეგვიძლია. გუნდში შეიმჩნევა პოზიტიური დინამიკა. ჩემი ამოცანაა, გუნდში ეს დინამიკა მარტიდან ივნისამდე შევინარჩუნო. იმედი მაქვს, რომ ყველა მოთამაშემ უკვე იცის, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი მოედანზე. ეს პირველ რიგში დისციპლინაა. ბოლო რამდენიმე მატჩში გუნდმა საკმაოდ კარგი დისციპლინა გამოავლინა და იმედია ეს მომავალშიც ასე იქნება. სხვანაირად ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას. წელს ჩვენ წარმატებით გვსურს ერთა ლიგაზე გამოსვლა, ამისთვის კი მომზადებაა საჭირო. არ არის საკმარისი, ივნისში შეკრებაზე გამოვცხადდეთ და ვთქვათ – მოდი, დისციპლინით და გუნდური სულისკვეთებით ვითამაშოთ. ასე არაფერი გამოვა. საჭიროა მომზადება და მარტის თამაშები სწორედ ამისთვის არის განკუთვნილი.

ამხანაგური მატჩი საშუალებას გვაძლევს, სიახლეები შემოვიტანოთ და ახალ მოთამაშეებს დავაკვირდეთ. აქ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, ვიდრე შედეგი. ნოემბერთან შედარებით გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილება იქნება. ეს არ არის ჩემი სურვილი, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედება მიწევს. ფეხბურთელები ზოგჯერ არ იმყოფებიან კარგ ფორმაში. გამოძახებული მოთამაშეები მაქსიმალურად მოტივირებული იქნებიან ამ ორი მატჩისთვის, რომელიც ჩვენ ივნისის შეხვედრებისთვის მომზადების საშუალებას მოგვცემს.

რა თქმა უნდა, ჯაბა კანკავა გუნდის კაპიტანი და ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. მადლიერი ვართ იმისთვის, რაც მან ამ თხუთმეტი წლის მანძილზე ნაკრებისთვის გააკეთა. მან სანაკრებო კარიერა დაასრულა. ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს ამის გაკეთება. პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას. ასეთი ხანგრძლივი კარიერის შემდეგ მნიშვნელოვანია ისეთ დროს წასვლა, როდესაც ჯერ კიდევ მაღალ დონეზე თამაშობ, რათა შეინარჩუნო იმიჯი და მაყურებელს დაამახსოვრდე, როგორც დიდი მებრძოლი და კაპიტანი. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ერთი წლის მანძილზე მასთან მუშაობა.

ჩვენ რამდენიმე სხვა ფეხბურთელიც დაგვაკლდება. დავით ხოჭოლავას ოჯახს უშუალოდ შეეხო მიმდინარე ომი. ჩვენ გვესმის, რომ ის ამჟამად ვერ უთმობს ფეხბურთს სრულ ყურადღებას. მე მას ხშირად ვუკავშირდები და ჩემს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. მისთვის ეს რთული სიტუაციაა და ჩვენ მას გვერდში უნდა დავუდგეთ. დარწმუნებული ვარ, ის გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვეულებრივ განაახლებს თავის კარიერას.

ჩვენ ასევე დაგვაკლდება გიორგი ჩაკვეტაძე. უნდა გვახსოვდეს, რომ მას ძალიან რთული პერიოდი აქვს გამოვლილი. ახლა მისი მთავარი პრიორიტეტია ფიზიკური მონაცემების აღდგენა, რათა კვლავ ჩადგეს ფეხბურთელისა და სპორტსმენისთვის შესაფერის ფორმაში, ყოველ 3-4 დღეში ერთხელ შეეძლოს 90 წუთი თამაში.

ჩვენ ბოლო პერიოდში მის კლუბთან მუდმივი კონტაქტი გვქონდა და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ მას ესაჭიროება თავისი კონდიციების აღდგენა. ივნისში ჩვენ ოთხი მატჩის ჩატარება გვიწევს. ჩვენ გვესაჭიროება სრულად გამოჯანმრთელებული გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გუნდს ივნისში დაეხმარება, და ჩვენ სწორედ ამისი იმედი გვაქვს.

მოგეხსენებათ, ირაკლი აზაროვმა უზბეკეთთან შეხვედრაში წითელი ბარათი და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მე გადავწყვიტე, ის მეორე თამაშზეც არ გამომეძახებინა. მან უნდა გააცნობიეროს, რომ მოედანზე გარკვეული სახის საქციელი მიუღებელია როგორც ამხანაგურ, ისე ოფიციალურ მატჩებში. წინა შემოდგომაზე მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი მისი თამაშით. მას შარშან უკვე ჰქონდა წინსვლა და იმედი მაქვს, რომ ეს მომავალ თვეებშიც ასე იქნება. თუმცა, ჩემი პასუხისმგებლობაა მას ვაჩვენო, რისი გაკეთება არ შეიძლება ფეხბურთში ვფიქრობ, რომ ირაკლი ამას ისწავლის, და ეს ეპიზოდი მას სამომავლოდ დაეხმარება.

აღნიშნული დანაკლისიდან გამომდინარე, ნაკრებს დაუბრუნდა რამდენიმე მოთამაშე და დაემატა რამდენიმე ახალი. ერთ-ერთი მათგანია მექვაბიშვილი. ჩვენ მას უკვე 12 თვეა თვალს ვადევნებთ. ის სტაბილურად თამაშობს თბილისის „დინამოში“. ნაკრებიდან ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ ლოგიკური იყო ახალი ფეხბურთელების გამოძახება. მან დაიმსახურა თავისი შესაძლებლობების დამტკიცების ეს შანსი. ის თავდაჯერებით უნდა შემოგვიერთდეს და ისწავლოს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელებისგან, როგორიცაა კვეკვესკირი, გვილია და აბურჯანია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ახლო მომავალში ერთ-ერთი ის მოთამაშე იქნება, რომელიც ნაკრებს დაეხმარება.

ჩვენ სხვა ფეხბურთელებიც გვაკლია, მაგალითად გიორგი ქვილითაია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებოდა, მან ბევრი გოლი გაიტანა. მიხაროდა, რომ მას წინსვლა დაეტყო და ის ეფექტურად თამაშობდა. მე მას სიამოვნებით გამოვიძახებდი, თუმცა ის ბოლო 2-3 კვირის მანძილზე გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს და ის მხოლოდ მედიკამენტების დახმარებით ატარებს თამაშებს, რაც მისი ჯანმრთელობისთვის სამომავლოდ დიდ რისკს წარმოადგენს. მე გიორგის ვუთხარი, რომ მან პირველ რიგში საკუთარ სხეულზე უნდა იფიქროს, გამოჯანმრთელდეს, ტკივილი აღარ იგრძნოს. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენ ივნისში დაგვეხმარება.

რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, მას ბოლო პერიოდში კოჭი და მყესი აწუხებდა. ეს იმისი ნიშანია, რომ მას დასვენება და აღდგენა ესაჭიროება, რათა შემდგომ სრული დატვირთვით შეძლოს ვარჯიში და თამაში. შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ „ოქრი“ ნაკრებს დაეხმარება იმ შემთხვევაში, თუ ის სრულიად ჯანმრთელი იქნება. ჩვენ ამ მოთამაშეებს დასვენებისა და აღდგენის შესაძლებლობას ვაძლევთ, რათა ისინი ჩვენ კარგ ფორმაში დაგვიბრუნდნენ“.

იხილეთ დასახელებული შემადგენლობა



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

წუთში 500-ჯერ! 5 წუთში 1000-ჯერ! ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია!

საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან 1-1 ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი ნაკრებიდან ცნობილმა ვებ-გვერდმა კვლავ საუკეთესოდ დაასახელეს. საინტერესო [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტატო ბაციკაძე: “იქნებ, რაღაც ახალი და ზეწარმატებული ეპოქა დაიწყო?”

ტატო ბაციკაძე ნორვეგიასთან ყაიმის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. “ჩვენი ნაკრების მთელი ისტორია ითხოვდა იმას, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესოდ მაინც კვარა-ჟორჟი დასახელდნენ! ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან 1-1 ითამაშა. ცნობილმა ვებ-გვერდებმა, Sofascore-მა და Whoscored-მა საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი, 7.4 […...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების სასტარტო ნორვეგიის წინაღმდეგ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა. საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლის” ზაფხულში ერთ-ერთი ლიდერი დატოვებს

ზაფხულში “ნაპოლის” ფეხბურთელებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იქნება და მოსალოდნელია, რომ გუნდს სულ მცირე რამდენიმე ფეხბურთელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები რონალდოს სიმულაციის გამო აკრიტიკებენ (ვიდეო)

გუშინ პორტუგალიამ ლუქსემბურგი 6-0 გაანადგურა და რონალდომ დუბლი შეასრულა. როცა ანგარიში 4-0 იყო, რონალდო სიმულაციით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იაგო ხვიჩია: “იმედია, ასეთი ხუმრობისთვის, ნორვეგიის ნაკრებს სათანადო პასუხს გავცემთ&

იმედია, ნორვეგიის ნაკრებს სამშაბათს სათანადო პასუხს გავცემთ, ასეთი ხუმრობისთვის, მგონია, რომ ჩვენმა ნაკრებმა უნდა უპასუხოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “ყველა დაბნეულები ვიყავით, არ ვიცოდით ხვიჩასთვის რა დაგვეძახა”

იტალიურ მედიასთან ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას სახელისა და გვარის წარმოთქმაზე ისაუბრა. “როცა ხვიჩა გასახდელში შემოვიდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” ამ ზაფხულს “რეალს” კვარას არ დაუთმობს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, უახლოესი 2 თვის განმავლობაში “ნაპოლის” დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იაროვინსკი: “ხვიჩას ფული არ აინტერესებს, მას დიდება და მილიონები ვერ გააფუჭებს”

“რუბინის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “მახსოვს კვარაცხელიას პირველი ვარჯიში &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიელები კვარას ულოცავენ!

ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის დანიშვნის ამბავი იტალიაშიც გავრცელდა და იტალიელები კვარას ულოცავენ და ბედნიერებას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Areanapoli: რა ღირს კვარას სუპერ მანქანა, რომლითაც თბილისში გადაადგილდება?

იტალიური ონლაინ გამოცემა Areanapoli ხვიჩა კვარაცხელიას ახალ მანქანას ეხმაურება, რომლითაც ის რამდენიმე დღის წინ თბილისში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გოლიაა, გოლიიი” – ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის უცნობი ვიდეო

ანა შელია ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის, ლოგინშიც ბურთან ერთად არის....
წაკითხვა
ფეხბურთი

“გოლია, გოლი” – ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის უცნობი ვიდეო

ანა შელია ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის, ლოგინშიც ბურთან ერთად არის....
წაკითხვა
ფეხბურთი

ასეთი ამბავია, როცა მესი არგენტინაში ჩადის (ვიდეო)

მესი არგენტინაში ჩავიდა, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მოისურვა ვახშმობა. მესის სტუმრობა მალევე გავრცელდა და გარეთ, ასეთი […]...
წაკითხვა