სანიოლმა ბიჭები პირველად შეკრიბა – მხოლოდ 16 ჯვაროსანი (ფოტო-ვიდეო)

თარიღი: მარტი 22, 2021

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით  საქართველოს ნაკრებმა დღეს არასრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა.  ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ეროვნული ნაკრების  ლეგიონერები – გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია, გურამ გიორბელიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ლევან შენგელია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა და ვაკო გვილია თბილისში დღეს გვიან ღამით ჩამოვლენ. ეროვნული ნაკრების ლეგიონერები გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს ხვალ გამართავენ.

ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების 25 კაციანი შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა, კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა და მის ნაცვლად გუნდს ვაკო გვილია დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 მარტს თბილისში კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს, მოგვიანებით კი სტოკჰოლმში ვილი სანიოლის გუნდი  ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვედეთის, ესპანეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი),  ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პერესი: “სუპერლიგის გარეშე მბაპესა და ჰოლანდის ტრანსფერები შეუძლებელია”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: იბრაჰიმოვიჩმა “მილანთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა

“მილანის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. რამდენადაც...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეიცვალა ჩეფერინის ხელფასი პანდემიის ფონზე?

უცხოური გამოცემა Vozpopuli უეფას პრეზიდენტის, ალექსანდერ ჩეფერინის, შემოსავლებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს. რამდენადაც ჩვენთვის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრონკე: “სუპერლიგა უფრო ცუდია, თუ სუპერლიგა “არსენალის” გარეშე?”

ჯოშ კრონკე, ლონდონის “არსნალის” მფლობელ სტენ კრონკეს ვაჟი, კლუბის გულშემატკივრებს ევროპის სუპერლიგის გარშემო განვითარებული მოვლენების [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიუნდოგანმა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი გააკრიტიკა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, ილკაი გიუნდოგანმა, ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი საჯაროდ გააკრიტიკა. როგორც იცით, 2024 წლიდან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, “რეალი” და “იუვენტუსი” ევროთასებიდან მოკვეთონ

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში განიხილავენ, რა სანქციები უნდა დაუწესონ მადრიდის “რეალსა” და ტურინის “იუვენტუსს” სუპერლიგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიხეილ აშვეთიამ “ტორპედო” დატოვა

ქუთაისის “ტორპედო” მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ დატოვა. ოფიციალური ინფორმაცია გუნდის გვერდზე გამოქვეყნდა. “მიხეილ აშვეთიამ მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პერესი: ‘ვინც ფიქრობს, რომ სუპერლიგა დასრულებულია, ცდება’

მადრიდის “რეალისა” და ევროპის სუპერლიგის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ მათ ახალი იდეით ფეხბურთის გადარჩენა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დი მარიას საგოლე პასი “ანჟესთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Simplesmente Di Magia 🧙‍♂️🔞 pic.twitter.com/EprKr4TS0Z — Fernando Campos (@FCamposoficial) April 21, 2021...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუს მოქმედება ცოცხალ კედელში, რის გამოც მას აკტიტიკებენ (ვიდეო)

21 აპრილს, იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “პარმა” მიიღო და მეტოქე 3:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონტე: “მომხდარზე უეფას დაფიქრება მართებს”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ევროპული სუპერლიგის შეჩერებული პროექტისა და უეფას მოქმედი სისტემის შესახებ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევრო-2020-ის მასპინძელი ქალაქებიდან ბილბაო მოიხსნა

ბილბაოს საკრებულომ გამოაცხადა, რომ უეფამ ეს ესპანური ქალაქი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქებიდან მოხსნა. “დღეს უეფამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაიამ “ანორთოსისი” თასის ფინალში გაიყვანა

ქართველების “ანორთოსისი” კვიპროსის თასის ფინალში ითამაშებს. დღეს “ანორთოსისმა” სტუმრად “აპოელი” 1-3 დაამარცხა და 2...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოზე მოურინიოს ავტომობილების კოლექცია (ფოტო)

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ავტომობილები ძალიან უყვარს. თუმცა, პორტუგალიელი ამბობს, რომ მას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიამ ლუიშ ფიგუს შეკითხვა ქართულად დაუსვა – პორტუგალიელის პასუხი (ვიდეო

Youtube-ში, ერთ-ერთ რუსულ არხზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ვეტერანი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს, სპორტსმენებსა […]...
წაკითხვა