სანტი კასორლა “ვილიარეალში” დაბრუნდა

თარიღი: ივნისი 5, 2018

ესპანელი ნახევარმცველი სანტიაგო კასორლა ლონდონის “არსენალიდან” “ვილიარეალში” გადავიდა. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ სანტი კასორლამ პროფესიული კარიერა სწორედ “ვილიარეალის” რიგებში დაიწყო. ის ამ კლუბის ღირსებას 2003-დან 2006-მდე და 2007-დან 2011 წლამდე იცავდა.

როგორც მოგეხსენებათ, 33 წლის ფეხბურთელი 2012 წლიდან “არსენალში” გამოდიოდა. სანტი კასორლას უკანასკნელი წელიწადნახევარი ტრავმის გამო გაუცდა.

მსგავსი სიახლეები