“სანტიაგო ბერნაბეუს” სახელის შეცვლა ელის

თარიღი: ოქტომბერი 16, 2013

“სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა სტადიონზე რეკონსტრუქციის ჩატარებას და მისთვის სახელის შეცვლას გეგმავს, რაც სპონსორთან გაფორმებულ კონტრაქტშია გათვალისწინებული.

როგორც მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, კლუბის ხელმძღვანელობა “სანტიაგო ბერნაბეუზე” რეკონსტრუქციას გეგმავს. ამის შემდეგ, მისი სახელი ერთ-ერთი სპონსორის სასარგებლოდ შეიცვლება.

“თვის ბოლოს ზუსტად გაირკვევა, თუ როდის შეგვეძლება რეკონსტრუქციის დაწყება. სტადიონის განახლების შემდეგ მისი სახელწოდებაც შეიცვლება. ჩემი აზრით, მომავალ ზაფხულს სამუშაობის დაწყება უკვე შესაძლებელი იქნება”, – განაცხადა მადრიდელთა პრეზიდენტმა.

როგორც ესპანეთში ვარაუდობენ, სტადიონის ახალი სახელი “ფლაი ემირეითსი” (Fly Emirates) იქნება.

სანდრო საპანაძე

მსგავსი სიახლეები