საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახურის განცხადება

თარიღი: აპრილი 23, 2015

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური ამ ბოლო დღეებში ჩვენი კლუბის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კლუბის პოზიციას გაგაცნობთ:

როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 19 აპრილს ჩვენი გუნდი გორის “დილას” წინააღმდეგ სათამაშოდ არ გავიდა. უნდა მოგახსენოთ, რომ ამის რეალური მიზეზი გახლდათ ის, რომ ჯერაც დაუდგენელმა პირებმა “ზესტაფონის” ერთ-ერთ ფეხბურთელს ბინძური გარიგება და საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ გორელებთან შეხვედრის “დათმობა” შესთავაზეს.

იქიდან გამომდინარე, რომ იმ მომენტისთვის კლუბს არ მოეპოვებოდა გარიგების მცდელობის შესახებ სრული ინფორმაცია, ჩვენ, რეალურად არსებული და მასმედიის საშუალებებში არაერთგზის გაჟღერებული ფინანსური პრობლემების მოტივით, ფედერაციას მატჩის გადადების თხოვნით მივმართეთ. თუმცა, პარალელურად, შექმნილი ვითარების შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, ბატონი რევაზ არველაძე და მას ფედერაციის მხრიდან შექმნილ სიტუაციაში საჭირო ზომების მიღება და კლუბში შიდა მოკვლევის ჩატარების მიზნით მატჩის გადადება ვთხოვეთ.

იქიდან გამომდინარე, რომ ადგილი ჰქონდა გარიგებისა და, პირდაპირ ვთქვათ, კრიმინალური ქმედების ჩადენის მცდელობას, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ბოლო მომენტამდე ელოდა მატჩის გადადების შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას. ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად, ეს მოლოდინი არ გამართლდა. არსებული ვითარებისა და სხვა მოსალოდნელი რისკების მიუხედავად, ფედერაციის მხრიდან სიტუაციის გარკვევის მიზნით რაიმე ნაბიჯი, თუ არ ჩავთვლით ჩვენი კლუბის ჩემპიონატიდან მოკვეთას, დღემდე არ გადადგმულა.

ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ ინტერნეტსივრცეში შექმნილ უადგილო აჟიოტაჟსა და “ზესტაფონისა” და გორის “დილას” დაპირისპირების უღირს მცდელობებს. მასმედიის საშუალებით გაჟღერებულ კომენტარებში ჩვენი კლუბის არცერთ წარმომადგენელს გორის „დილას“ წარმომადგენელთათვის ბრალი არ წაუყენებია. საუბარია ჩვენთვის დიდად პატივსაცემი გუნდის სახელს ამოფარებულ და ამ სახელის ბოროტად გამომყენებელ უღირს ადამიანებს, რომლებიც ფეხბურთელს სიბინძურისაკენ უბიძგებენ, ქართული კლუბების სახელებით მანიპულირებენ და უდიდეს ზიანს აყენებენ ქართული ფეხბურთის იმიჯსა და რეპუტაციას.
ჩვენთვის ჯერაც უცნობია, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, თუმცა დარწმუნებულნი ვართ, რომ სააშკარაოზე მათი გამოყვანა შედის როგორც „ზესტაფონის“, ასევე გორის „დილას“ და საერთოდ, ქართული ფეხბურთის ინტერესებში! დღეს ჩვენი კლუბი მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებულია იმ შეხვედრის დრო და ადგილი, სადაც ფეხბურთელმა გარიგების თაობაზე შემოთავაზება მიიღო. დანარჩენი კი სამართალდამცავების კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნება.

აუცილებლად უნდა ითქვას შემდეგი – დიდი ალბათობით გორელებს ამ ზაფხულს ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა საერთაშიორისო ასპარეზზე მოუწევთ და ჩვენ რომ 19 აპრილს გასამართ მატჩზე გავსულიყავით, დარტყმის ქვეშ პირველ რიგში სწორედ „დილას“, მის რეპუტაციასა და გორული კლუბის ინტერესებს დავაყენედით. ალბათ ყველას კარგად უნდა ახსოვდეს თურქული „ბეშიქთაშის“ ამასწინანდელი ამბები და ამ გუნდის ევროტურნირებიდან მოკვეთა…

რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან საფეხბურთო კლუბ “ზეტაფონის” მოკვეთის თაობაზე დისციპლინართა გადაწყვეტილებას, ჩვენ მას უსამართლოდ მივიჩნევთ და საკუთარი ინტერესების დასაცავად ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“გენკის” 17 წლის მეკარე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

ბელგიური “გენკის” კარის დარაჯი, მარტინ ვანდევორდტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. ეს უკანასკნელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტომას ტუჰელი: “მბაპე ჩემ გადაწყვეტილებებს უნდა დაემორჩილოს”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუჰელი, პრესასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გუნდის 20 წლის სუპერვარსკვლავისგან თავისი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაუტანა “ნაპოლიმ” “გენკს” (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, “ნაპოლისა” და “გენკს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-3 წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამოსი: “რონალდუსა და მესისთვის ცალკე ოქროს ბურთი უნდა შექმნან”

მადრიდის “რეალის” კაპიტანს, სერხიო რამოსს ოქროს ბურთის შესახებ შეკითხვა დაუსვეს, ესპანელმა ფეხბურთელმა კი იხუმრა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვესტ ჰემის” სტადიონის გამომცხადებელს მატეო გენდუზი და დავიდ ლუისი ერთმანეთში

10 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში “ვესტ ჰემმა” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და ანგარიშით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენიტესი: “ჩემი დაბრუნების შანსი ნულის ტოლია”

“ლივერპულისა” და “ჩელსის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კარიერის ამ ეტაპზე [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტი: “მწვრთნელს თავისი ჩემოდანი ყოველთვის მზად აქვს”

იტალიურ პრესაში “ნაპოლის” არასახარბიელო ასპარეზობის ფონზე ხშირად იწერება კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შანსებზე. ბოლოს “ნეაპოლიტანე...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიოს “ტოტენჰემში” მარუან ფელაინის მიყვანა სურს

ლონდონის “ტოტენჰემის” ახალ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს, ლონდონში “შანდუნ ლუნენის” ღირსების დამცველის, მარუან ფელაინის, მიყვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: რა დაემართა დიეგო მარადონას მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა კვლავაც ყურადღების ცენტრშია. არგენტინის ჩემპიონატის გასულ ტურში, “ხიმნასიას” მთავარმა მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლის” თავკაცის პოსტზე ანჩელოტის გატუზო შეცვლის

ჩემპიონთა ლიგაზე “გენკის” წინააღმდეგ ხვალ გასამართი მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტის “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტს, სავარაუდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მონპელიეს” მწვრთნელი: “ნეიმარი ყოველთვის ტირის”

“მონპელიეს” მთავარმა მწვრთნელმა, მიშელ ტერ ზაკარიანმა “პარი სენ-ჟერმენთან” განცდილი მარცხის (3:1) შემდეგ პრესასთან ნეიმარი გაა...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი და პიკე “ინტერთან” არ ითამაშებენ

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მილანის “ინტერთან” ჩასატარებელი მატჩისთვის გუნდის განაცხადი დაასახე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრიბუნაზე დაჭერილი მაისურის გამო “მილანის” ერთმა ფანმა მეორე დანით დაჭრა

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში “ბოლონიას” და “მილანს” შორის გამართული მატჩის (2:3) შემდეგ უსიამოვნო ფაქტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: რუსეთი ყველა სპორტის სახეობაში 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

მსოფლიოს ანტი-დოპინგურმა სააგენტომ რუსეთი ყველა დიდ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს ნიშნავს იმას, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუბო: “ბარსელონას” ფანებისგან სტვენას ვიმსახურებ”

მადრიდის “რეალიდან” “მალიორკაში” განათხოვრებულმა ტაკეფუსა კუბომ “კამპ ნოუზე” “ბარსელონასთან” მატჩში მო...
წაკითხვა