“საფეხბურთო უბანი 2016” დაიწყო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტურნირი -“საფეხბურთო უბანი 2016”, რომელშიც თბილისის 15 სხვადასხვა უბნისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდები მონაწილეობენ დაიწყო. 30 სექტემბერს შეჯიბრის რვა შეხვედრა გაიმართა:
გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს ვერისა და საბურთალოს გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ვერელთა მხრიდან გოლებით რევაზიშვილი და მაკასარაშვილი გამოირჩნენ, საბურთალოელთაგან კი, ორივე გოლი კვირკველიას ანგარიშზეა.
დღის მეორე შეხვედრა სამგორისა და გლდანის გუნდებს შორის გაიმართა. უხვგოლიანი და სანახაობრივი მატჩი, ასევე ფრედ 5-5 დასრულდა. სამგორის გუნდში სამი გოლით კრაწაშვილმა გამოიჩინა თავი, თითო-თითო ბურთი კი, ბეროზაშვილმა და დოლიძემ შეაგდეს. გლდანელთა რიგებში პოკერი შეასრულა სილაგავამ, ერთი გოლი, ჯგერანაიამ გაიტანა.
შემდეგ მატჩი კიდევ უფრო უხვგოლიანი გამოდგა. ისანმა დიღომი 7:4 დაამარცხა. ისნელთა რიგებში ჰეთ-თრიკი გაბაშვილმა შეასრულა, თითო გოლი კი, ნოზაძის, ნერგაძის, ბაგრატიონისა და გეგეშიძის ანგარიშზეა. დიღმელთაგან გოლებით სეფიაშვილი (2), ლობჟანიძე და მიკუჩაძე გამოირჩნენ.
მეოთხე მატჩში ერთმანეთს მთაწმინდისა და ვაკის გუნდები დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ შეხვედრაში დღევანდელ სათამაშო დღეს ყველაზე ცოტა გოლი გავიდა. მატჩი ვაკელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მათი მხრიდან გოლები ჭანუყვაძემ და სებისკვერაძემ გაიტანეს, მთაწმინდელთაგან კი, თევზაძემ.
დღევანდელი დღის მეხუთე შეხვედრაში ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ. თემქისა და მუხიანის დაპირისპირება, თემქელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 6:2 დასრულდა. მათ მხრიდან გოლებით გოცირიძე (2), გორდულაძე, მაჭავარიანი, ჭიღლაძე და ქარჩავა გამოირჩნენ. მუხიანელთაგან კი, ბურთები ცაწკრიალაშვილმა და სამადაშვილმა გაიტანეს.
კრწანისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა დღის მეექვსე შეხვედრა. ისინი ჩუღურეთს დაუპირისპირდნენ და 4:1 დაამარცხეს მეტოქე. გოლები მაზიაშვილმა, ინჯგიამ, უშურაულმა და კვიციანმა გაიტანეს. დამარცხებულთა მხრიდან კი, ცქიტიშვლმა გამოიჩინა თავი.
რვა გოლი გავიდა ვარკეთილისა და ნაძალადევის მატჩში. შეხვედრა ვარკეთილელთა გამარჯვებით 5-3 დასრულდა. მათი მხრიდან გოლები გოცირიძის (2), მენთესაშვილის, მოდებაძისა და გოგიჩაიშვილის ანგარიშზეა. ნაძალადევის გუნდიდან კი, თავი ბერიშვილმა (2) და ბაკურაძემ გამოიჩინეს.
დღის ბოლოს დაპირისპირებაში მოედანზე დიდუბისა და სფფ-ს გუნდები გამოჩდნენ. მატჩი ფეხბურთის ფედერაციის გამარჯვებით 9-3 დასრულდა. გოლები კობიაშვილმა (3), ჩიხრაძემ (2), კვარაცხელიამ, კალაძემ და ჩიქოვანმა გაიტანეს. დამარცხებულთა მხრიდან კი, მაღლაკელიძემ და ანდღულაძემ (2) მოახერხეს მეტოქის კარის აღება.
“საფეხბურთო უბანი 2016“, 5 დღის განმავლობაში ჩატარდება და მასში მოყვარულ და მოქმედ ფეხბურთელებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრებიც მონაწილეობენ. ტურნირი ღია ცის ქვეშ რამიშვილის ქ.31 მდებარე სტადიონზე მიმდინარეობს. გამარჯვებული 4 ოქტომბერს, 21:00 გამოვლინდება.
„საფეხბურთო უბანი 2016“ ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობის გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ტურნირის კალენდარი: