„საფეხბურთო უბანი 2016“ იწყება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 სექტემბერს თბილისის უბნებს შორის საფეხბურთო ტურნირს იწყებს. შეჯიბრი, სახელწოდებით „საფეხბურთო უბანი 2016“, 5 დღის განმავლობაში ჩატარდება და მასში მოყვარულ და მოქმედ ფეხბურთელებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას. საუკეთესოს ტიტულისათვის 16 გუნდი იბრძოლებს, მათ შორის თბილისის 15 უბნისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდები. ტურნირი ღია ცის ქვეშ რამიშვილის ქ.31 მდებარე სტადიონზე გაიმართება (მზიურის სტადიონი).
27 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გათამაშების წილისყრა გაიმართა. გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
ტურნირის ფინალური დაპირისპირება 4 სექტემბერს, 21:00 გაიმართება. შეჯიბრის გამარჯვებული გუნდები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან, სპეციალური ჯილდო გადაეცემათ ტურნირის გამორჩეულ ფეხბურთელებსაც.
„საფეხბურთო უბანი 2016“ ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობის გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.