„საფეხბურთო უბანი 2016“ – მეორე ტურის შედეგები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტურნირი -“საფეხბურთო უბანი 2016”, რომელშიც თბილისის 15 სხვადასხვა უბნისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდები მონაწილეობენ, გრძელდება.
1 ოქტომბერს ტურნირის 8 შეხვედრა გაიმართა:
მეორე ტურის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს ვერისა და ვარკეთილის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. ვერელების მხრიდან დუბლი ჯავახიშვილმა შეასრულა, ხოლო ერთი გოლი მაკასარაშვილის ანგარიშზეა. ვარკეთილთა რიგებში მენთესაშვილმა მეორე ტურშიც შეძლო გოლის გატანა, ხოლო დუბლით მოდებაძე გამოირჩა.
დღის მეორე შეხვედრა ნაძალადევსა და საბურთალოს შორის შედგა. საბურთალოს გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 4-3 დაამარცხა მეტოქე. საბურთალოელებს შორის სამი გოლით სირაძემ გამოიჩინა თავი, 1 ბურთი კი ლუკავას ანგარიშზეა. ნაძალადევის გუნდში თითო-თითო ბურთი შეაგდეს ბერიშვილმა, ბაკურაძემ და ხიზანეიშვილმა.
შემდეგი მატჩი სამგორისა და კრწანისის გუნდებს შორის გაიმართა, სადაც კრწანისის გუნდა მეტოქე არ დაინდო და ანგარიშით 11-0 დაამარცხა. პოკერი შეასრულა ინჯგიამ, ორ-ორი გოლი მაზიაშვილისა და კვიციანის ანგარიშზეა, თითო ბურთი კი, ჯაფარიძემ, კუხალეიშვილმა და დარჩიამ გაიტანეს.
მეოთხე მატჩში ერთმანეთს ისნისა და თემქის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში ისნელებმა დამაჯერებელი სხვაობით, ანგარიშით 9-2 გაიმარჯვეს. მათი მხრიდან ჰეთ-თრიქი ნერგაძემ შეასრულა. გოლი გაიტანეს ბეჟუაშვილმა, გეგეშიძემ, ბაგრატიონმა, ნოზაძემ, ჭაბაშვილმა და მღებრიშვილმა, ხოლო თემქელების მხრიდან ფურცელაძემ და რაქვიაშვილმა.
1 ოქტომბრის მეხუთე შეხვედრაში ერთმანეთს დიღომი და მუხიანი შეხვდნენ. უხვგოლიანი შეხვედრა მუხიანის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 12-4 დასრულდა. მათ მხრიდან გოლებით პაპავა (4) ცაცკრილაშვილი (3) მოსიაშვილი (3) მავრახველიძე (2) გამოირჩნენ, დიღმელთაგან კი, ბურთები გოგოლაძემ (2), თვარაძემ და ალავიძემ გაიტანეს.
ვაკელების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა დღის მეექვსე შეხვედრა. ისინი დიდუბეს დაუპირისპირდნენ და 7-1 დაამარცხეს მეტოქე. გოლები სებისკვერაძემ (4), ასათიანმა, ჭანუყვაძემ და მურცხვალაძემ გაიტანეს, დამარცხებულების მხრიდან კი პრესტიჟის გოლი ჩივაძემ შეაგდო.
11 გოლი გავიდა დღის მე-7 მატჩში, სადაც ერთმანეთს ჩუღურეთისა და გლდანის გუნდები შეხვდნენ. დაძაბული ბრძოლა გლდანელების გამარჯვებით 7-4 დასრულდა. მათი მხრიდან გოლები ჯგერენაიას (3) სილაგავას (2) ქარსელაძის (2) ანგარიშზეა. ჩუღურეთის გუნდიდან კი, თავი საჯაიამ (2) და მეკოკიშვილმა (2) გამოიჩინეს.
მთაწმინდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდების დაპირისპირებით დასრულდა „საფეხბურთო უბანი 2016“-ის მეორე ტური. სფფ-მ დამაჯერებელი სხვაობით ანგარიშით 9-3 დაამარწხა მთაწმინდის გუნდი. პოკერი კობიაშვილმა შეასრულა, ჰეთ-თრიქი იაშვილის ანგარიშზეა, თითო-თითო ბურთი კი, კეკელიამ და კვარაცხელიამ გაიტანეს. მთაწმინდელების მხრიდან გოლები ექიზაშვილის, გარსევანიშვილისა და თავარზაშვილის ანგარიშზეა.
“საფეხბურთო უბანი 2016“, სფფ-ის ახალი პროექტია, რომელიც ფეხბურთის მასობრიობის ზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ტურნირი ღია ცის ქვეშ რამიშვილის ქ.31 მდებარე სტადიონზე მიმდინარეობს. გამარჯვებული 4 ოქტომბერს, 21:00 გამოვლინდება.