საფეხბურთო უიკენდის ტოპ-5
გვარდიოლას რეკორდი, მანჩესტერის მორიგი მარცხი და გასულ უქმეებზე მომხდარი სხვა საინტერესო ფაქტები.
1. გვარდიოლას რეკორდი
შვიდ დეკემბერს, ბუნდესლიგის მეჩვიდმეტე ტურის ფარგლებში “ბაიერნმა” გასვლით მატჩში ბრემენის “ვერდერი” გაანადრუგა – 0:7. გოლები ვან ბუიტენმა, მანჯუკიჩმა, მიულერმა, გიოტცემ და რიბერიმ გაიტანეს. მიუნჰენელებს ავტოგოლით ბრემენელი ასანი ლუკიმია-მულონტოტიც დაეხმარა.
ამ გამარჯვებით გვარდიოლამ ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. “ბაიერნი” სასტარტო 15 მატჩში წაუგებლად ასპარეზობს. ძველი რეკორდი, “კაიზერსლაუტერნის” მწვრთნელ, კარლ-ჰაინც ფელდკამპს ეკუთვნის, რომელმაც 1978/79 წლების სეზონებში სასტარტო 14 ტურში არ წააგო.
2. არსენალის წაფორხილება
პრმიერლიგის ლიდერმა გასულ ტურში საშიაო შეხვედრაში დაკარგა ქულები. “არსენალს” ლივერპულის “ევერტონი” სტუმრობდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. მე-80 წუთზე ოზილის გოლს სულ რაღაც 4 წუთში უპასუხოა დეულოფეუმ და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მიუხედავად ამისა, “არსენალი” კვლავ ლიდერობს სასურნირო ცხრილში და უახლოეს მდევრებს 5 ქულით უსწრებს.
3. რეალმა მესამე დივიზიონის გუნდს ვერ გაუტანა
ესპანეთში სამეფო თასის გათამაშების 1/16 ფინალის მატჩები გაიმართა. გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და შარშანდელი ფინალისტი მადრიდის “რეალი”, ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის წარმომადგენელ “ოლიმპიკს” სტუმრობდა. შეხვედრა მოულოდნელი შედეგით, ნულოვანი ფრით დასრულდა. “ბარსელონამ” კი საკუთარი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. კატალონიელებმა სტუმრად “კარტახენას” სძლიეს – 4:1.
4. მანჩესტერის კიდევ ერთი საშინაო მარცხი
კვლავ დაამწუხრა საკუთარი გულშემატკივარი “მანჩესტერ იუნაიტედმა”. “ეშმაკებმა” ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგეს “ოლდ ტრაფორდზე”, თანაც ისე რომ გოლის გატანაც ვერ მოახერხეს. ასეთი რამ კლუბის ისტორიაში აქამდე მხოლოდ ორჯერ მოხდა. “ნიუკასლთან” გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი კაბაიეს ანგარიშზე. აღსანიაშნავია, რომ “ოლდ ტრაფორდზე” ნიუკასლმა ბოლოს 1972 წელს მოიგო.
5. რომაული სანახაობა
“რომამ” და “ფიორენტინამ” სერიას A-ს მეთხუთმეტე ტურის ფარგლებში საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა ჩაატარეს, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:1. მე-7 წუთზე მასპინძლები წინ მაიკონმა გაიყვანა, 29-ზე ვარგასმა ანგარიში გაათანაბრა. გამაჯრვების გოლი “რომამ” მატია დესტროს ძალისხმევით 67-ე წუთზე შესძლო. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა მატჩი 10 კაცის შემადგენლობით დაასრულეს. 88-ე წუთზე პიანიჩმა მეორე ყვითელი მიიღო. ასე რომ, ოთხი ფრის შემდეგ “რომამ” როგოც იქნა მოიგო. თუმცა ჩემპიონატჩი კვლავ “იუვე” ლიდერობს. “ბებერი სენიორა” რომაელებს 3 ქულით უსწრებს.