საფეხბურთო უიკენდის ტოპ-5

თარიღი: დეკემბერი 10, 2013

გვარდიოლას რეკორდი, მანჩესტერის მორიგი მარცხი და გასულ უქმეებზე მომხდარი სხვა საინტერესო ფაქტები.

1. გვარდიოლას რეკორდი

შვიდ დეკემბერს, ბუნდესლიგის მეჩვიდმეტე ტურის ფარგლებში “ბაიერნმა” გასვლით მატჩში ბრემენის “ვერდერი” გაანადრუგა – 0:7. გოლები ვან ბუიტენმა, მანჯუკიჩმა, მიულერმა, გიოტცემ და რიბერიმ გაიტანეს. მიუნჰენელებს ავტოგოლით ბრემენელი ასანი ლუკიმია-მულონტოტიც დაეხმარა.

ამ გამარჯვებით გვარდიოლამ ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. “ბაიერნი” სასტარტო 15 მატჩში წაუგებლად ასპარეზობს.  ძველი რეკორდი, “კაიზერსლაუტერნის” მწვრთნელ, კარლ-ჰაინც ფელდკამპს ეკუთვნის, რომელმაც 1978/79 წლების სეზონებში სასტარტო 14 ტურში არ წააგო.

2. არსენალის წაფორხილება

პრმიერლიგის ლიდერმა გასულ ტურში საშიაო შეხვედრაში დაკარგა ქულები. “არსენალს” ლივერპულის “ევერტონი” სტუმრობდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. მე-80 წუთზე ოზილის გოლს  სულ რაღაც 4 წუთში უპასუხოა დეულოფეუმ და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მიუხედავად ამისა, “არსენალი” კვლავ ლიდერობს სასურნირო ცხრილში და უახლოეს მდევრებს 5 ქულით უსწრებს.

3. რეალმა მესამე დივიზიონის გუნდს ვერ გაუტანა

ესპანეთში სამეფო თასის გათამაშების 1/16 ფინალის მატჩები გაიმართა. გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და შარშანდელი ფინალისტი მადრიდის “რეალი”, ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის წარმომადგენელ “ოლიმპიკს” სტუმრობდა. შეხვედრა მოულოდნელი შედეგით, ნულოვანი ფრით დასრულდა.  “ბარსელონამ” კი საკუთარი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. კატალონიელებმა სტუმრად “კარტახენას” სძლიეს – 4:1.

4. მანჩესტერის კიდევ ერთი საშინაო მარცხი

კვლავ დაამწუხრა საკუთარი გულშემატკივარი “მანჩესტერ იუნაიტედმა”. “ეშმაკებმა” ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგეს “ოლდ ტრაფორდზე”, თანაც ისე რომ გოლის გატანაც ვერ მოახერხეს. ასეთი რამ კლუბის ისტორიაში აქამდე მხოლოდ ორჯერ მოხდა. “ნიუკასლთან” გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი კაბაიეს ანგარიშზე. აღსანიაშნავია, რომ “ოლდ ტრაფორდზე” ნიუკასლმა ბოლოს 1972 წელს მოიგო.

5. რომაული სანახაობა

“რომამ” და “ფიორენტინამ” სერიას A-ს მეთხუთმეტე ტურის ფარგლებში საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა ჩაატარეს, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:1. მე-7 წუთზე მასპინძლები წინ მაიკონმა გაიყვანა, 29-ზე ვარგასმა ანგარიში გაათანაბრა. გამაჯრვების გოლი “რომამ” მატია დესტროს ძალისხმევით 67-ე წუთზე შესძლო. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა მატჩი 10 კაცის შემადგენლობით დაასრულეს. 88-ე წუთზე პიანიჩმა მეორე ყვითელი მიიღო. ასე რომ, ოთხი ფრის შემდეგ “რომამ” როგოც იქნა მოიგო. თუმცა ჩემპიონატჩი კვლავ “იუვე” ლიდერობს. “ბებერი სენიორა” რომაელებს 3 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” მასიმილიანო ალეგრისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარს პარიზში ქანდაქება დაუდგეს (ფოტო)

ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავს, ნეიმარ ჟუნიორს, პარიზში ძეგლი დაუდგეს. ამ ინფორმაციას თავად ფეხბურთელის ოფიციალური გვერდი ადასტურებს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანი ალვეში: “პარიზში ყოფნა მხოლოდ ერთი კვირით არის კარგი”

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა, პრესასთან საუბრისას პარიზი, როგორც ქალაქი, საჯაროდ გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ 36 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მენდეში: “კრიშტიანუსგან საუკეთესო ჯერაც არ გვინახავს”

ჟორჟე მენდეშმა პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავის აგენტს, კრიშტიანუ რონალდუს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰიცფელდი: “ბასტიანისგან დიდებული მწვრთნელი დადგება”

მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდა, ოტმარ ჰიცფელდი, ბასტიან შვაინშტაიგერს დიდ სამწვრთენლო კარიერას უწინასწარმეტყველებს. შეგახსენებთ, რომ ბასტიან...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო აგუერო ავტოავარიაში მოყვა (ფოტო)

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო, რომელიც საკუთარი ავტომობილით საწვრთნელი ბაზისკენ მიემართებოდა, ავტოავარიაში მოყვა. “მი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხარაიშვილი: “ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო მატჩებზე ვფიქრობ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ხარაიშვილმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გიბრალტარის წინააღმდეგ გამართულ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედო” “საბურთალოს” 17 და 19-წლამდელებით ეთამაშება

ქუთაისის “ტორპედოს” სოციალურ გვერდზე ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა. “19 ოქტომბერს “ტორპედო” წყალტუბოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

“ლივერპულის” მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. არნოლდი პირველი მცველი გახდა პრემიერ ლიგის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაისი: “ხარაიშვილის ტრავმამ გუნდზე უარყოფითად იმოქმედა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გიბრალტართან მოგებული მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “რა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ იყო საუკეთესო გიბრალტართან მატჩში?

საქართველოს ეროვნულმა ნაკრება ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 მატჩში გიბრალტარს ძალიან მძიმედ, 2-3 მოუგო. შეხვედრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” 12-წლამდელთა გუნდმა ესპანეთის სახელით თამაშზე უარი თქვა

ესპანურ პრესაში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს კატალონიისა და ესპანეთის პოლიტიკურ დაპირისპირებას. საქმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს სტუმრად ძლივს მოუგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 შეხვედრაში გიბრალტარს ესტუმრა და მძიმედ, 2-3 […]...
წაკითხვა