საფრანგეთი – ალბანეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

თარიღი: ივნისი 15, 2016

საფრანგეთი – ალბანეთი
შეხვედრის ადგილი: მარსელი; “სტად ველოდრომი”
შეხვედრის დრო: ოთხშაბათი, 15 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)


დღეს, ევროპის 2016 ჩემპიონატის მეორე ტურში ერთმანეთს საფრანგეთისა და ალბანეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ფრანგებმა პირველ ტურში რუმინეთის ნაკრები ბოლო წუთებში დიმიტრი პაიეს მიერ გატანილი ულამაზესი გოლის წყალობით დაამარცხეს. რა თქმა უნდა, დიდიე დეშამის გუნდისაგან გულშემატკივრები უფრო მეტს მოელიან, ამიტომ ფეხბურთელებიც შეეცდებიან, რომ კარგად ითამაშონ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვონ.

ალბანელებმა პირველი მატჩი შვეიცარიელებთან დათმეს. ცხადია, საფრანგეთის ნაკრების დამარცხება ძალიან რთული საქმეა, მაგრამ ჯოვანი დე ბიასის შეგირდები ბოლომდე იბრძოლებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგებს ალბანელების წინააღმდეგ თამაში უჭირთ, რაზეც მათ შორის გამართული ბოლო ორი შეხვედრაც მეტყველებს.


 

საფრანგეთის ბოლო 5 მატჩი:

10.06.16 ევჩ. საფრანგეთი რუმინეთი 2:1
04.06.16 ამხ. საფრანგეთი შოტლანდია 3:0
30.05.16 ამხ. საფრანგეთი კამერუნი 3:2
29.03.16 ამხ. საფრანგეთი რუსეთი 4:2
25.03.16 ამხ. ჰოლანდია საფრანგეთი 2:3

ალბანეთის ბოლო 5 მატჩი:

11.06.16 ევჩ. ალბანეთი შვეიცარია 0:1
03.06.16 ამხ. ალბანეთი უკრაინა 1:3
29.05.16 ამხ. ალბანეთი ყატარი 3:1
29.03.16 ამხ. ლუქსემბურგი ალბანეთი 0:2
26.03.16 ამხ. ავსტრია ალბანეთი 2:1

ურთიერთშეხვედრები (ბოლო ორი მატჩი)

13.06.15 – ამხანაგური მატჩი: ალბანეთი 1:0 საფრანგეთი
14.11.14 – ამხანაგური მატჩი: საფრანგეთი 1-1 ალბანეთი


 

dadadda

დიდიე დეშამი: “სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება. აქ ბოლოს 2014 წელს ვიყავი და მინდა, გამარჯვებით დავბრუნდე. ფრანგი გულშემატკივრების მხარდაჭერას გუნდის ყველა წევრი გრძნობს. 

ალბანეთის ნაკრების ძალიან ორგანიზებული გუნდია. ჩვენი მეტოქე დაცვაში კარგად თამაშობს და კონტრ-შეტევებზე საშიშია. ჩვენ შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ მათი თამაში ვნახეთ და ვფიქრობ, ალბანეთის დამარცხება რთული იქნება.”

ჯოვანი დე ბიასი: “საფრანგეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მეტოქეს თავისი ფეხბურთის თამაშის საშუალება არ მივცეთ, ხოლო როცა ჩვენ საგოლე მომენტი გვექნება, ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. 

ვფიქრობ, შვეციარიის ნაკრებთან კარგად ვითამაშეთ. არ გაგვიმართლა, რადგან გოლის გატანის შანსი ხელიდან გავუშვით.”


საფრანგეთი

– ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, დიდიე დეშამმა პოლ პოგბასა და ანტუან გრიზმანის ნაცვლად, ალბანეთთან ძირითად შემადგენლობაში კინგსლი კომანი და ანტონი მარსიალი დააყენოს.

ალბანეთი

– შვეიცარიის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში ალბანეთის ნაკრების კაპიტანს, ლორიკ ცანას წითელი ბარათი უჩვენეს, ამიტომ ის დღევანდელ მატჩს გამოტოვებს.


საინტერესო ფაქტი:

– საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ქალაქ პარიზში 1998 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს. მაშინ, “მამლებმა” სამხრეთ აფრიკა ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.


საფრანგეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ლორისი, სანია, რამი, კოშელნი, ევრა, კანტე, მატუიდი, კომანი, პაიე, მარსიალი, ჟირუ.

cats

ალბანეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ბერიშა, ჰისაი, აიერი, მავრაი, აგოლი, კუკელი, ჩაკა, როში, აბრაში, ლენიანი, სადიკუ.

cats


Fanebi.Com-ის პროგნოზი:

საფრანგეთი 2-0 ალბანეთი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვინ იყო საუკეთესო გიბრალტართან მატჩში?

საქართველოს ეროვნულმა ნაკრება ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 მატჩში გიბრალტარს ძალიან მძიმედ, 2-3 მოუგო. შეხვედრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” 12-წლამდელთა გუნდმა ესპანეთის სახელით თამაშზე უარი თქვა

ესპანურ პრესაში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს კატალონიისა და ესპანეთის პოლიტიკურ დაპირისპირებას. საქმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს სტუმრად ძლივს მოუგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 შეხვედრაში გიბრალტარს ესტუმრა და მძიმედ, 2-3 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეას ბრწყინვალე სეივი შვედეთთან მატჩში (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, შვედეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მატჩის მიმდინარეობისას დავიდ დე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

3-დან 3 – საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ხორვატიას მოუგო

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ხორვატიის ნაკრები 2-0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. გოლები გულიაშვილისა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიბრალტარი – საქართველო (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები სუმტრად გიბრალტარს დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, თუ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოლეკსანდრ ზინჩენკო პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

14 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე პორტუგალია 2:1 დაამარცხა და ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უკრაინელი ფეხბურთელები და ფანები პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ (ვიდეო)

14 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე პორტუგალიას დაუპირისპირდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყაზაიშვილი: “თითოეული ფეხბურთელის სურვილია, რომ გულშემატკივრები გავახაროთ “

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ვაკო ყაზაიშვილმა გიბრალტარის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. “გასულ შეხვედრებში ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: რუდი გარსია “ლიონის” მთავარი მწვრთნელია

“ლიონის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუდი გარსიას დანიშვნის შესახებ. წყაროს ცნობით [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. 34 წლის თავდამსხმელმა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის […]...
წაკითხვა