საფრანგეთი – რუმინეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
საფრანგეთი – რუმინეთი
შეხვედრის ადგილი: პარიზი; “სტად დე ფრანსი”
შეხვედრის დრო: პარასკევი, 10 ივნისი; 22:45 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
დღეს ევროპისც 2016 წლის ჩემპიონატი იწყება. მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის ნაკრები პარიზში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საფრანგეთმა 4 ივნისს შოტლანდიის ნაკრები გაანადგურა და ტურნისის პირველ მატჩს კარგი განწყობით ხვდება. რაც ყველაზე მნიშნველოვანია, მასპინძლის სტატუსი ძალიან მნიშნელოვანია, ამიტომ დეშამის შეგირდები თავიანთი გულშემატკივრების წინაშე მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.
მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის ნაკრები აუტსაიდერია, ეს გუნდი ხელწამოსაკრავი სულაც არაა. ერთი კვირის წინ, რუმინელებმა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 5:1 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ მათ სწრაფად თამაში შეუძლიათ. რუმინელები მეორე ნომრად ითამაშებენ და გოლის გატანა კონტრ-შეტევაზე თამაშით შეეცდებიან.
საფრანგეთის ბოლო 5 მატჩი:
04.06.16 | ამხ. | საფრანგეთი | შოტლანდია | 3:0 | |
30.05.16 | ამხ. | საფრანგეთი | კამერუნი | 3:2 | |
29.03.16 | ამხ. | საფრანგეთი | რუსეთი | 4:2 | |
25.03.16 | ამხ. | ჰოლანდია | საფრანგეთი | 2:3 | |
18.11.15 | ამხ. | ინგლისი | საფრანგეთი | 2:0 |
რუმინეთის ბოლო 5 მატჩი:
03.06.16 | ამხ. | რუმინეთი | საქართველო | 5:1 | |
29.05.16 | ამხ. | რუმინეთი | უკრაინა | 3:4 | |
25.05.16 | ამხ. | კონგო | რუმინეთი | 1:1 | |
27.03.16 | ამხ. | რუმინეთი | ესპანეთი | 0:0 | |
23.03.16 | ამხ. | რუმინეთი | ლიტვა | 1:0 |
ურთიერთშეხვედრები (ბოლო ორი მატჩი)
06.09.11 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: რუმინეთი 0:0 საფრანგეთი
09.10.10 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: საფრანგეთი 2:0 რუმინეთი (გოლები: რემი, გურკუფი)
დიდიე დეშამი: “ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ვმართავთ. ვფიქრობ, ჩვენ სრულიად მზად ვართ. რამდენიმე ამხანაგური მატჩი გავმართეთ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შეხვედრა ამხანაგურებისაგან ძალიან განსხვავდება. რუმინეთი კარგად შევისწავლეთ, ჩვენ კი სამი ქულის მოპოვება გვსურს.”
ანგელ იორდანესკუ: “ვიცით, რა პოტენციალი გააჩნია საფრანგეთის ნაკრებს შეტევაში. პირადად მე, ვფიქრობ, რომ ამ ტურნირზე ყველაზე მნიშვნელოვანი სწორეს ეს მატჩი იქნება. ვფიქრობ, საფრანგეთის ნაკრები თამაშს აგრესიულ სტილში დაიწყებს. ჩვენ დაცვითი ფეხბურთის თამაში არ გვსურს. ალბათ, ფრანგებს ბევრ პრობლემას შევუქმნით.”
საფრანგეთი
– დიდიე დეშამი ყველაზე მეტს დაცვის ხაზზე ფიქრობს. მან უნდა გადაწყვიტოს, რომელი ორი ცენტრალური მცველი უნდა დააყენოს ძირითად შემადგენლობაში.
– დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში იქნება ნგოლო კანტე, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლესტერის” წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
– შესაძლოა, შეტევაში დიმიტრი პაიეს ნაცვლად ანტონი მარსიალმა ითამაშოს.
რუმინეთი
– დიდი ალბათობით, მარჯვენა მცველი მცველის პოზიციაზე საპუნარუ ითამაშებს. თუმცა, რუმინულ პრესაში ხშირად ახსენებენ ალექსანდრუ მატელის გვარს.
– რუმინელთა თავკაცმა არჩევანი უნდა გააკეთოს პოპასა და ტორიეს შორის.
– ჯერ კიდევ გადასწყვეტია, ვინ იქნება რუმინელთა ცენტრალური თავდამსხმელი დღევანდელ მატჩში, თუმცა თამაშის უფრო მეტი შანსი კესერუს აქვს.
საფრანგეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ლორისი; სანია, რამი, კოშელნი, ევრა; პოგბა, კანტე, მატუიდი; გრიზმანი, ჟირუ, პაიე.
რუმინეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ტატარუშანუ; საპუნარუ, კრიკესი, გრიგორი, რატი; ჰობანი, პინტილი; პოპა, სტანჩიუ, სტანკუ; კესერუ.
საინტერესო ფაქტი:
საფრანგეთი და რუმინეთი ერთმანეთშ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზეც დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ მაშინ დიდიე დეშამი ფრანგთა ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო, ხოლო იორდანესკუ რუმინეთის ნაკრებს თავკაცობდა.
Fanebi.Com-ის პროგნოზი:
საფრანგეთი 2:0 რუმინეთი