საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია (ვიდეო)

თარიღი: ივლისი 15, 2018

საფრანგეთის ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. მოსკოვის “ლუჟნიკის” სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ფრანგებმა ხორვატები ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.

გუნდები გადამწყვეტ მატჩს საკადრო პრობლემების გარეშე, ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდნენ. თამაში დაბალ ტემპში დაიწყო, გუნდები დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ, განსაკუთრებით ინერტულად ფრანგები გამოიყურებოდნენ, თუმცა მე-18 წუთზე სწორედ დიდიე დეშამის შეგირდები დაწინაურდნენ. სტანდარტიდან ანტუან გრიზმანმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, მარიო მანჯუკიჩმა ბურთზე თავით კი ითამაშა, თუმცა ხეირიანად ვერ შეწვდა და საკუთარ კარში გადაგზავნა, დანიელ სუბასიჩმა გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო – 1:0. ათ წუთში წონასწორობა აღდგა, გოლი ამჯერადაც საჯარიმო დარტყმას მოჰყვა. ხორვატებმა ბურთი ჰაერში გაათამაშეს, მეორე სართულზე ბრძოლა სამჯერ მოიგეს, ბურთი ივან პერიშიჩს მიუვიდა, რომელმაც მეტოქე ჩამოიშორა, ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. რამდენიმე წუთში იმავე პერიშიჩი ეპიზოდის ანტიგმირად მოგვევლინა. ხორვატთა გარემარბმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ნესტორ პიტანამ VAR სისტემის გამოყენების შემდეგ პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ანტუან გრიზმანმა ზუსტად შეასრულა და ფრანგები კვლავ დაწინაურდნენ – 2:1. აღსანიშნავია ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი: ფრანგებმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანეს, თუმცა მეტოქის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს.

შეხვედრის მეორე ტაიმი საფრანგეთის ნაკრების სცენარით წარიმართა. მე-60 წუთზე ხორვატების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მბაპემ მარჯვენა ფლანგი აიკლო და ბურთი გრიზმანს მიაწოდა, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოს მისადგომებთან უმეთვალყურეოდ დატოვებული პოლ პოგბა მოძებნა. პოგბას პირველ დარტყმულს გადაეღობნენ, თუმცა ფრანგმა ნახევარმცველმა მეორედაც დაარტყა და გაიტანა – 3:1. ზუსტად ხუთ წუთში საფრანგეთის ნაკრებმა მეოთხე ბურთიც გაიტანა: მარცხენა ფლანგზე ლუკა ერნანდესმა რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოს წინ უყურადღებოდ დარჩენილი მბაპე მოძებნა, ახალგაზრდა თავდამსხმელმა კი შორეული ძლიერი დარტყმით მეოთხედ შეარხია ხორვატთა კარის ბადე. 69-ე წუთზე ხორვატებს თამაშის შემოტრიალების იმედი გაუჩნდათ. უგო ლორისმა მანჯუკიჩის მოტყუება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა და ბურთი მის კარში შეგორდა – 4:2. დარჩენილ დროში ფრანგებმა ანგარიშის შენარჩუნება შეძლეს.

ამრიგად, საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მეორედ მოიგო (1998, 2018) და საუკეთესო გუნდის სტატუსის მატარებელი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება. რაც შეეხება ხორვატიის ნაკრებს, ზლატკო დალიჩის გუნდი ტურნირზე ნაჩვენები თამაშით, ბრძოლისუნარიანობითა და მიღწეული შედეგით უდავოდ იმსახურებს ქებას.

მსოფლიოს ჩემპიონატი
ფინალი
საფრანგეთი — ხორვატია 4:2 (2:1)

საფრანგეთი: ლორისი; ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, პავარი; პოგბა, მატუიდი (ტოლისო 73′), კანტე (ნზოზი 55′); მბაპე, გრიზმანი, ჟირუ (ფეკირი 81′).
მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი.

ხორვატია: სუბაშიჩი; ვრსალკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი (პიაცა 82′); ბროზოვიჩი, რაკიტიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 71′), მოდრიჩი, პერიშიჩი; მანძუკიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი.

გოლები: მანჯუკიჩი 18′ (ა.გ.), გრიზმანი 39′ (პენ), პოგბა 59′, მბაპე 65′ — პერიშიჩი 28′, მანჯუკიჩი 69′.
გაფრთხილებები: კანტე 27′, ერნანდესი 40′ — ვრსალკო 90+2′.
მთავარი მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა).

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მბაპე: “თუ ფრანგი ბავშვი ხარ, შენი კუმირი ზიდანია”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ბავშვობის საყვარელ ფეხბურთელებზე ისაუბრა. ახალგაზრდა შემტევმა ჯერ ზინედინ ზიდანი ახსენა, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ არ უნდა მოიქცეს თანაგუნდელი – არჩათვლილი გოლი ეგვიპტეში (ვიდეო)

20 იანვარს ეგვიპტის ჩემპიონატში “ასვანმა” საკუთარ მოედანზე “ვადი დეგლა” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის რეკორდსმენი “სამგურალში” ითამაშებს

ეროვნული ლიგის რეკორდსმენი ლუკა რაზმაძე კარიერას წყალტუბოს “სამგურალში” გააგრძელებს. ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი დღეს მოაწერა. გასულ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამომ” 2 მეკარე დაიმატა

ბათუმის “დინამო” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველაზე მეტად აქტიურობს და ჩემპიონობისთვის ემზადება. გორის “დილასთან” დღეს [...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 იანვარი

იოვიჩი “ტოტენჰემში”? Daily Star-ის ინფორმაციით, “ტოტენჰემის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მის გუნდში ლუკა იოვიჩის ხილვა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჰამედ სალაჰის სხეულის ტრანსფორმაცია (ფოტო)

19 იანვარს ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ არ ჩაუთვალეს “ალკმაარს” გოლი “ბრედასთან” მატჩში? (ვიდეო)

17 იანვარს ჰოლანდიის რანგით მეორე დივიზიონში “ბრედამ” საკუთარ მოედანზე “ალკმაარის” მეორე გუნდი მიიღო და 3:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დე ბეეკი “რეალთან” შეთანხმების არსებობას უარყოფს

ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი უარყოფს პრესაში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მან [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეონარდო: ” არ ვარ დარწმუნებული, რომ კავანი თებერვალში ჩვენთან იქნება”

“პარი სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორი, ლეონარდო, აღიარებს, რომ ედინსონ კავანიმ ხელმძღვანელებს კლუბიდან წასვლის უფლება ითხოვა. ფეხბურთელის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიმო ვერნერს “ლივერპულში” უნდა

“ლაიფციგის” თავდამსხმელი ტიმო ვერნერი შესაძლოა “ლივერპულში” გადავიდეს. გერმანული გამოცემა “ბილდი” წერს, რომ ფეხბურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როი კინი: “მარსიალი “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” საკმარისად კარგი არააR

კვირას პრემიერ ლიგის ცენტრალურ შეხვედრაში “ლივერპულმა” პრინციპული მეტოქე “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ კედლებში დაამარცხა (2:0...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” ბრაზილიელი ფეხბურთელი შეიძინა

მადრიდის “რეალმა” “ფლამენგოდან” რეინიერ ჟეზუსი წამოიყვანა. “სამეფო კლუბსა” და 18 წლის შემტევ ნახევარმცველს შორის შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამია გავაშელიშვილმა 1 წლის შემდეგ პირველად ითამაშა!

თბილისის “ლოკომოტივის” თავდამსხმელი მამია გავაშელიშვილი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, 1 წლის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა. მამია დღეს [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო რომერო ავტოავარიაში მოჰყვა (ფოტო, ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე, სერხიო რომერო ავტოავარიაში მოჰყვა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა, როცა არგენტინელი კიპერი გუნდის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კომპანის დასაფასებელი საქციელი “ბრიუგესთან” მატჩში (ვიდეო)

19 იანვარს ბელგიის ჩემპიონატში “ანდერლეხტმა” საკუთარ მოედანზე “ბრიუგე” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. შეხვედრის ბოლო [&hell...
წაკითხვა