საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალშია (ვიდეო)
3 ივლისს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ისლანდიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ამ წყვილში ფავორიტად მიჩნეულმა საფრანგეთმა მეტოქე უპროლემოდ ანგარიშით 5:2 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც გერმანიის ნაკრებს შეხვდება.
შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუძე ოლივიე ჟირუმ გახსნა, დაახლოებით შვიდ წუთში პოგბამ უპირატესობა ორამდე გაზარდა, პირველი ნახევრის ბოლო ხუთ წუთში კი ფრანგებმა კიდევ ორი გოლის განა მოახერხეს.
მეოტე ნახევარში პირველი გოლი ისლანდიელებმა გაიტანეს – თავი სიგპორსონმა გამოიჩინა. 59-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ დუბლი გაიფორმა. 84-ე წუთზე ბიარნასონმა ფრანგების კარი აიღო და საბოლოო ანგარი 5:2 დააფიქსირა.
საფრანგეთი: ლორისი, სანია, ევრა, კოშელნი (მანგალა 72′), უმტიტი, მატუიდი, პაიე (კომანი 80′), სისოკო, პოგბა, ჟირუ (ჟინიაკი 60′), გრიზმანი.
ისლანდია: ჰალდორსონი, სიგურდსონი, სევარსონი, სკულარსონი, ბიარნასონი, არნასონი (ინგასონი 46′), გუნარსონი, გუმუნდსონი, სიგურსონი, სიგბორსონი (გუდიონსენი 83′), ბიოდვარსონი (ფინბოგარსონი 46′).
გოლები: ჟირუ 12′, პოგბა 19′, პაიე 42′, გრიზმანი 45′, ჟირუ 59′ – სიგპორსონი 56′, ბიარნასონი 84′
გაფრთხილებები: უმტიტი 75′ – ბიარნასონი 58′