საფრანგეთის ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა (ვიდეო)
10 ივნისს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის გახსნით მატჩში ერთმანეთს მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის ნაკრები და რუმინეთი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრანგთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
მატის პირველი 57-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ გაიტანა, სმ შემთხვევაში რუმინელთა მეკარემ შეცდომა დაუშვა. დაახლოებით რვა წუთში, პატრის ევრამ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც სტანკუმ გამოიყენა. ყველაფერი 89-ე წუთზე დიმიტრი პაიემ გადაწყვიტა, რომელმაც ულამაზესი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საფრანგეთი 2:1 რუმინეთი
გოლები: ჟირუ 57′, პაიე 89′ – სტანკუ 65′
გაფრთხილებები: ჟირუ 68′ – კრიკესი 32′, რაცი 45′, პოპა 78′
საფრანგეთი: ლორისი, ევრა, კოშელნი, რამი, სანია, მატუიდი, კანტე, პოგბა (მარტიალი 77′), გრიზმანი (კომანი 66′), ჟირუ, პაიე (სისოკო 92′).
რუმინეთი: ტატარაშანუ, რაცი, გრიგორი, კრიკესი, საპუნარუ, პინტილი, ჰობანი, სტანჩუ, სტანკუ, ანდონე (ალიბეკი 61′), პოპა (ტორჯე 82′).