საფრანგეთის ნაკრებში პოგბას ნაცვლად ბაკაიოკო გამოიძახეს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ნაკრებში თამაშის შანსი ფრანგული “მონაკოს” ჰავბეკს, ტიემუე ბაკაიოკოს მისცა.
ბაკაიოკო, რომლის გუნდიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე იმყოფება, ნაკრებში პოლ პოგბას ჩაანაცვლებს, რომელმაც საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამის ბიჭებს წინ ორი ტესტი ელით – ლუქსემბურგის წინააღმდეგ გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი და ესპანეთთან გასამართი ამხანაგური თამაში.