საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დეშამის მომავალზე ისაუბრა
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ, პრესასთან საუბრისას დიდიე დეშამის მომავალთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ევრო-2020-ის მერვედფინალური ეტაპიდან გამოვარდნენ შვეიცარიასთან მარცხის შედეგად.
“მან ყველაფერი უნდა გააანალიზოს, ისევე როგორც მე. ჩვენ ერთმანეთს ფედერაციის ფარგლებს გარეთ შევხვდებით და ერთ დღეს ერთად გავატარებთ. გავარკვევთ, თუ ვის რა სურს.
იმ ყველაფრის შემდეგ, რაც დეშამმა ჩვენთვის გააკეთა, მისი შესაძლებლობების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელმაც 2018 წლის მუნდიალი მოგვაგებინა.
მე მას დავუცდი. მინდა მასთან მომხდართან დაკავშირებით ვისაუბრო. მინდა გავიგო, თუ რას გრძნობს ის და რამდენად მოტივირებულია. იგივე შემეხება მეც,” – აცხადებს ლე გრე Le Figaro-სთან საუბრისას.