საფრანგეთმა ალბანეთი დაამარცხა (ვიდეო)
15 ივნისს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ერთმანეთს საფრანგეთისა და ალბანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრის გმაარჯვებული ბოლო წუთებში გამოვლინდა. ჯერ 90-ე წუთზე თავური დარტყმით მეტოქის კარი ანტუან გრიზმანმა დალაშქრა, ექვსი წუთის შემდეგ კი დიმიტრი პაიემ საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.
A ჯგუფი
საფრანგეთი – ალბანეთი
საფრანგეთი: ლორისი, სანია, ევრა, რამი კოშელნი, მატუიდი, პაიე, კანტე, ჟირუ მარსიალი, კომანი.
ალბანეთი: ბერიშა, ჰისაი, აიერი, მავრაი, აგოლი, კუკელი, ჩაკა, როში, აბრაში, ლენიანი, სადიკუ.
გოლები: გრიზმანი 90′, პაიერ 9+6′.
გაფრთხილებები: კანტე 88′ – კუკელი 55′, აბრაში 81′