საფრანგეთს მეოთხედფინალში ურუგვაი შეხვდება, პორტუგალია შინ ბრუნდება (ვიდეო)

თარიღი: ივნისი 30, 2018

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ეროვნული გუნდის მეტოქე ურუგვაის ნაკრები იქნება, რომელმაც მერვედფინალურ რაუნდზე პორტუგალია ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

სოჭში გამართულ მატჩში სამხრეთამერიკელები მალევე დაწინაურდნენ: შეხვედრის მე-7 წუთზე ლუის სუარესმა მეტოქის საჯარიმოში გამოზომილად ჩააწოდა, გადაცემას კი ედინსონ კავანი ეფექტური თავური დარტყმით გამოეხმაურა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0. მატჩის პირველი ტაიმი ურუგვაელებმა კი მოიგეს, თუმცა სათამაშო უპირატესობა მეტოქეს დაუთმეს, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც. 55-ე წუთზე წონასწორობა აღდგა. პორტუგალიელებმა კუთხური გაითამაშეს, რაფაელ გერეირომ ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, იქ ხოსე ხიმენესისა და დიეგო გოდინის ყურადღების არეალში კრიშტიანუ რონალდუ მოექცა, რითაც თავისუფლად დარჩენილმა პეპემ ისარგებლა და თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ევროპელებს სიხარული დიდხანს არ დასცალდათ. 62-ე წუთზე ედინსონ კავანიმ მეტოქის კარში ბურთი იდეალური ტრაექტორიით ამჯერად უკვე ფეხით გაგზავნა და ურუგვაის ნაკრები კვლავ დაწინაურდა – 2:1. დარჩენილ დროში პორტუგალიელებმა თამაშის გადარჩენა ვერ შეძლეს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

ურუგვაისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი 6 ივლისს ჩატარდება.

მსოფლიოს ჩემპიონატი
მერვედფინალი
ურუგვაი — პორტუგალია 2:1 (1:0)
გოლები: კავანი 7′, 62′ — პეპე 55′.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მანუელ ნოიერის ყვითელი ბარათი “სალბურგთან” მატჩში (ვიდეო)

მიუნხენის “ბაიერნსა” და “სალსბურგს” შორის მიმდინარე მატჩის 24-ე წუთზე მანუელ ნოიერმა ყვითელი ბარათი მიიღო. ბავარიელთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

არტურო ვიდალმა 6 წამში ორი ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო What was Vidal thinking.. 😂 pic.twitter.com/UvLu1KH12t — ✈️ (@Arrizabalager) November 25, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონას კარიერა ფოტოებით

დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. წარმოგიდგენთ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის კარიერას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. არგენტინის ხელისუფლებამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩირო იმობილემ “ზენიტს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Ciro Immobile what a goal for Lazio. pic.twitter.com/JKQ25pS6ht — DeShaun (@DeshaunTalks) November 24, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ივან რაკიტიჩის ლამაზი გოლი “კრასნოდარის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Rakitic scores a beauty for Sevilla. pic.twitter.com/zr3wbEghsS — DeShaun (@DeshaunTalks) November 24, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფამ აფრიკული ფეხბურთის ხელმძღვანელი საქმიანობას 5 წლით ჩამოაშორა

ფიფამ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტ აჰმად აჰმადის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. დამოუკიდებელი კომიტეტის სასამართლო პალატამ აფრიკული [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძის მორიგი გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძის გოლი “დიოშდიორის” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკომ” “ბარსელონა” დაამარცხა (ვიდეო)

21 ნოემბერს ესპანეთის ლა ლიგის მეათე ტურის მატჩი შედგა მადრიდის “ატლეტიკოსა” და კატალონიურ “ბარსელონას” შორის. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაუტანა კარასკომ “ბარსელონას” (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Carrasco goal vs Barcelona Ter stegen with a big mistake 😳 pic.twitter.com/SmxgGxlvRx — […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემმა” საკუთარ კედლებში “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის ცენტრალურ მატჩს ლონდონმა უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები დაუპირისპირდნენ. ჟოზე მოურინიოს […]...
წაკითხვა