საპრიზო თანხები ცნობილია – რამდენი გამოიმუშავეს წონის ლიდერმა ძიუდოისტებმა 2018 წელს?
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 2018 წლის რეიტინგის ლიდერ ძიუდოისტებს საპრიზო თანხებს გადასცემს. საპრიზო თანხის საერთო რაოდობა 220 000 დოლარს შეადგენს, რაც ქალებსა და კაცებში თითოეული წონის ლიდერებზე განაწილდება. საერთო რეიტინგის ლიდერები 50000 დოლარს მიიღებენ, ხოლო წონითი კატეგორიის პირველი ნომერები – 10 000-ს.
2018 წლის საერთო რეიტინგის ლიდერები:
მამაკაცები: გურამ თუშიშვილი – 50 000 დოლარი
ქალები: კლარის აგბენიენუ – 50 000 დოლარი
წონითი კატეგორიის ლიდერები:
ქალები:
-48კგ: დარია ბილოდიდი (უკრაინა) – 10 000 დოლარი
-52კგ: ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი) – 10 000 დოლარი
-57კგ: იოშიდა ცუკასა (იაპონია) – 10 000 დოლარი
-70კგ: არაი ჩიზურუ (იაპონია) – 10 000 დოლარი
-78კგ: გუუსიე სტენჰუისი (ჰოლანდია) – 10 000 დოლარი
+78კგ: იდალის ორტისი (კუბა) – 10 000 დოლარი
მამაკაცები:
-60კგ: რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი) – 10 000 დოლარი
-66კგ: აბე ჰიფუმი (იაპონია) – 10 000 დოლარი
-73კგ: ან ჩანგრიმი (კორეა) – 10 000 დოლარი
-81კგ: საეიდ მოლაეი (ირანი) – 10 000 დოლარი
-90კგ: ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) – 10 000 დოლარი
-100კგ: ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო) – 10 000 დოლარი
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გურამ თუშიშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ტურნირებზე 41 000 დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა – 30 500. ორივე ძიუდოისტის გამომუშავებული თანხის 20-20 პროცენტი მწვრთნელებს გადაერიცხებათ.