საქართელო მონტენეგროშია – ბოგდან ტანიევიჩი: ბარში თბილისურ ატმოსფეროს ვერ შევქმნით (VIDEO)

თარიღი: სექტემბერი 16, 2016

სლოვაკეთის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროსაკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო მატჩის სათამაშოდ მონტენეგროში გაემგზავრა. ილიას ზუროსის გუნდმა ბალკანური ქვეყნისკენ გეზი სტამბოლის გავლით აიღო. რეისი თბილისი – სტამბოლი – პოდგორიცა მონტენეგროს დედაქალაქში 15 სექტემბრის დილის 10 საათზე ჩაფრინდა, რის შემდეგაცზღვისპირა, საკურორტო ქალაქ ბარამდე საქართველოს ნაკრებმა ავტობუსით, 40 წუთის განმავლობაში იმგზავრა და სასტუმრო „პრინცესში“ დაბინავდა.

აღნიშნული სასტუმრო ადრიატიკის ზღვასა და სპორტულ არენა „ტოპოლიცეს“ შორის მდებარეობს. იგი ისე ახლოსაა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს საღამოს ვარჯიშზე წასასვლელად ტრანსპორტი არ დასჭირვებიათ. აღნიშნულ სასტუმროშია დაბინავებული მონტეგეგროს ნაკრებიც, რომელმაც საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე შეხვედრას მართავს ქალაქ ბარში. მონტენეგროელებმა თავდაპირველად სლოვაკეთს პოდგორიცეში უმასპინძლეს, ხოლო ალბანელებთან მატჩი „ტოპოლიცეს“ დარბაზი გამართეს.

„ტოპოლიცე“ საკმაოდ კომფორტული, მასიური და ლამაზი დარბაზია. გადმოსაშლელი პირველი იარუსის პირობებში ტრიბუნები 5000 მაყურებელზე მეტს დაიტევს, თუმცა საქართველოსთან მატჩზე 2000-2500-ზე მეტ გულშემატკივარს არ ელოდებიან. ეს ციფრი თავად ბოგდან ტანიევიჩმა, მონტენეგროელთა ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა, რომელსაც იუგოსლავიის ნაკრების შემადგენლობაში მიშა ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის წინააღმდეგ უთამაშია, როცა ეს უკანასკნელნი საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას იცავდნენ.

საქართველოს ნაკრები ბარში გვარიანი დანაკლისით ჩავიდა. ექიმების გადაწყვეტილებით, თბილისში დარჩა თორნიკე შენგელია, რომელმაც სლოვაკეთთან გუშინწინდელ მატჩში 29 წუთში 31 ქულა ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ მუხლი ბოლომდე მწყობრში არ ჰქონდა, თორნიკემ ეს მატჩი ითამაშა და შესანიშნავადაც, ხოლო მონტენეგროში სერიოზული გართულების თავიდან ასაცილებლად აღარ გაემგზავრა. შენგელია მუხლის მკურნალობას ბოლომდე მიიყვანს და საკუთარ კლუბში – „ლაბორალ კუჩაში“ გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრებმა ბარში ჩასვლის დღეს, საღამომდე დაისვენა და 19:00 საათზე „ტოპოლიცეს“ დარბაზში მსუბუქად ივარჯიშა. ილიას ზუროსმა კალათბურთელები ძირითადად სროლებში ავარჯიშა, მოთამაშეებმა ასევე ეგრედ წოდებული გაწელვები და მოთელვები გააკეთეს. ქართველების შემდეგ ვარჯიში ჰქონდათ მონტეგენროელებს, რომელთა მთავარი მწვრთნელი, ბოგდან ტანიევიჩი დარბაზში პირველი შემოვიდა და ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და კაპიტანს კარგა ხანს ესაუბრა, რის შემდეგაც კომენტარი ჩენთვისაც გააკეთა:

„თბილისის ატმოსფერო აქ არ გამეორდება. თქვენთან ამაზე დიდი დარბაზი სავსე იყო, აქ კი 2000, მაქსიმუმ 2500 მაყურებელი მოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგრო ევროპის ჩემპიონატზე გასულია, ამ მატჩის მოგება ჩვენთვის პრესტიჟის საქმეა. ესაა ბოლო ოფიციალური თამაში და მომავალი წლის ევრობასკეტის წინ გვინდა ძლიერ მეტოქესთან გავიმარჯვოთ და ჩვენს გულშემატკივრებში კარგი განწყობა შევქმნათ“.

საქართველოს ნაკრები 16 სექტემბერს ორჯერ ივარჯიშებს – დილას ტრენაჟორებზე, ხოლო საღამოს „ტოპოლიცეს“ დარბაზში გენერალურ ვარჯიშს გამართავს. მონტენეგროსთან მატჩი 17 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 21:00, ხოლო თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

დონჩიჩი რონალდუსთან შეხვედრაზე: “ძალიან ვნერვიულობდი”

“დალას მავერიკის” ევროპელმა სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 21 წლის გახლავთ, ის დრო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, რა ბედი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა ლებრონ ჩეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა. NBA-ს ვარსკვლავმა სოციალური ქსელის, Instagram-ის საშ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბებერი ლომი” – გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია სახალისო გამოწვევაშ

კორონავირუსის გამო, სპორტსმენებს ვარჯიში სახლის პირობებში უწევთ. სახლში ვარჯიშით შემოიფარგლება თორნიკე შენგელიაც, რომელმაც აზიდვები შვილებთან [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა

NBA-ის ვარსკვლავს, “ბრუკლინ ნეტსის” კალათბურთელ კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. 31 წლის სპორტსმენი “ბრუკლინ ნეტსის” იმ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორონავირუსის შემთხვევა “რეალშიც” დადასტურდა

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთ წევრს COVID-19 ტიპის კორონავ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ნაციონალურმა საკალათბურთო აოსციაციამ სეზონი შეაჩერა

მსოფლიოში კორონავირუსი სახელად COVID-19 მძვინვარებს. პანდემიის ხასიათის მიღების შემდეგ დედამიწის თითქმის ყველა ქვეყანა პარალიზების რეჟიმზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ბოლო წამზე და გამარჯვება ევროლიგაში (ვიდეო)

6 მარტს, თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ევროლიგაში გერმანულ “ალბას” დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში, 73:72 დაამარცხ...
წაკითხვა
კალათბურთი

თად მაკფადენი: “ევროპაში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, თად მაკფადენმა სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 2021 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსმა: “ძალიან მიხარია, რომ არ დავნებდით და ვიბრძოლეთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა სერბეთთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, საქართველომ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილმა “სეტონ ჰოლს” ბოლო წამზე მოაგებინა – ემოციური კომენ

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ზედიზედ ორ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ “ბატლერს” უმასპინძლა და მეტოქე 74:72 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სამქულიანების კონკურსი | All Star 2020 (ვიდეო)

16 თებერვალს, NBA All Star-ის უიქენდის ფარგლებში 3-ქულიანების კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა დევის ბერტანსმა, დევინ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჩატენვების კონკურსი | All Star 2020 (ვიდეო)

16 თებერვალს, NBA All Star-ის უიქენდის ფარგლებში ჩატენვების კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აარონ გორდონმა, დერიკ […]...
წაკითხვა