საქართველოს ნაკრები – ყველა ქართველი მწვრთნელი გამოირიცხა?

თარიღი: დეკემბერი 4, 2020

ვლადიმირ ვაისის საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილების შემდეგ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია და ფეხბურთის ფედერაციამ ვაისის შემცვლელის მოძიებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მიიჩნევს, რომ ნაკრების ახალ მწვრთნელად ქართველის დანიშვნის აუცილებლობა არ არის და საჭიროა, უცხოურ ბაზარზე გაიხედონ.

“მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველი ეროვნულ ლიგას უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევს, ეს არ არის საკმარისი არგუმენტი. ვაისს არ ჰქონია ეს პრობლემა” – ლევან კობიაშვილი.

როგორც ჩანს, გარდა იმისა, რომ ძლიერი ქართველი სპეციალისტი არცთუ ბევრია, ფედერაციას ამ ეტაპზე კვლავ უცხოელის მოწვევა სურს, რომელთანაც კომუნიკაციას უფრო მარტივად მოახერხებს. ვაისამდე გუნდს კახა ცხადაძე წვრთნიდა, რომელმაც ნაკრები ფედერაციასთან კონფლიქტის გამო დატოვა.

5 წლის შემდეგ კახა ცხადაძე აცხადებს, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად არის მზად და უფრო მეტი გამოცდილება აქვს. ცხადაძე “ორდაბასში” არ დარჩება, მაგრამ მაინც, ნაკლებად სავარაუდოა, ფედერაციამ კახა ნაკრების მწვრთნელად მიიწვიოს. ამჟამინდელ ხელმძღვანელობასა და ყოფილ კაპიტანს შორის კონფლიქტი აღმოფხვრილი არ არის და ასევე, ჩრდ.მაკედონიასთან წაგების შემდგომ კახამ კვირკველიასა და გრიგალავას წონასთან დაკავშირებით მიმართა – “სირცხვილია ბიჭებო, თავს მიხედეთ”, რაც ბიჭებს არ მოეწონათ და კვირკველიამ განაცხადა, რომ ცხადაძე არ უნდა დაბრუნდეს.

შოთა არველაძემ, რომელიც ტაშკენტის “ფახთაქორს” წვრთვნის, პირდაპირ უარი განაცხადა ნაკრების მწვრთნელობაზე: “ჯანდაბას ჩემი თავი, მაგრამ არ მსურს ჩემს გამო ჩემმა ახლობლებმა ინერვიულონ” – ასე გამოეხმაურა შოთა და მისი კანდიდატურა, წესით, უკვე აღარც განიხილება, თუ განიხილებოდა საერთოდ.

საქართველოს ჩემპიონატში დღეს 2 გამორჩეული მწვრთნელია – გია გეგუჩაძე და გია ჭიაბრიშვილი. გეგუჩაძე ცხადაძის წასვლის შემდეგ მის ერთ-ერთ შემცვლელად განიხილებოდა, მაგრამ შემდეგ მხოლოდ 21 წლამდეთა ჩაბარებით შემოიფარგლა.  ჭიაბრიშვილი სწორედ გეგუჩაძის ასისტენტი იყო, “საბურთალო” გააჩემპიონა, “ლოკომოტივთან” ერთად კი ევროპა ლიგაზე ჯერ “კრაიოვა”, შემდეგ კი მოსკოვის “დინამო” დაამარცხა. ელიგაში მისი მოსვლის შემდეგ “ლოკო” მე-3 ადგილზე აღზევდა. თუ არჩევანი ქართველზე შეჩერდა, დღეს მოსწავლე ჭიაბრიშვილის კანდიდატურა მასწავლებელი გეგუჩაძის კანდიდატურას სჯობს, თუმცა ჭიას მაინც ნაკლებ გამოცდილებას უწუნებენ და მხოლოდ ქართული კლუბების გაწრთვნას.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები  რამაზ სვანაძე (U19) და ვასილ მაისურაძე (U21) არიან. სვანაძემ გუნდი ერთხელ ესტონეთთან გაიყვანა და 0-0 ითამაშა. მისთვის კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობის დაკისრება ახლა ნაკლებად წარმოსადგენია, სვანაძის დროებითი მწვრთნელად არჩევით, მაისურაძის კანდიდატურაც წესით გამოსარიცხია. U21-ს ყოფილი თავკაცი გია ცეცაძე ბოლოს “ლვოვში” იყო, სადაც მატჩის მოგებაც ვერ მოახერხა, მანამდე “საბურთალოში” ფეხბურთელებთან კონფლიქტის გამო 1 თვეში წავიდა, უფრო მანამდე კი Uefa-სგან დისკვალიფიკაცია მიიღო, როცა სლოვაკეთთან თამაშის დროს სამართლიანად გაბრაზდა, მაგრამ შემდეგ მსაჯს შეაფურთხა.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ნაკრებს კვლავ უცხოელი მწვრთნელი ჩაიბარებს. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში ცხადაძისა და ფედერაციის ურთიერთობის აღდგენაა. უკვე გაიჟღერა უკრაინული “ზორიას” ყოფილი მენტორის, იური დერნიბოვის სახელმაც.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ძველი ჩაკვე ბრუნდება! გიორგის მასტერკლასი “ბაზელის” წინააღმდეგ (ვიდეო)

კონფერენს ლიგაზე “სლოვანმა” სტუმრად “ბაზელი”, მოულოდნელად”, 0-2 დაამარცხა. 2 საგოლე პასი გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზეა, რ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სალუქვაძე: “ლივერპული” ან “რეალი”? ჯერ მისთვის ადრეა სადმე წასვლა&

საქართველოს ნაკრებისა და “რუბინის” ყოფილმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. “ხვიჩამ “ნაპოლიში” სეზონ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლის” პირველი დაფასება! მერეტს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და ხელფასი გაუზარდ

25 წლის მეკარე ალექს მერეტმა “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა. ზაფხულში “ნაპოლიში” კეპასა და კეილორ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორია “ნაპოლის” ფეხბურთელების ხელფასები? ყველაზე მეტი ოსიმენს აქვს!

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” საოცარ ფეხბურთს აჩვენებს და იტალიის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტი: “კვარა მოვიდა და ბოდიში მოიხადა”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ “აიაქსთან” 1-6 გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. “საიდან მოდის თ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არ დამეძინება, სანამ არ გავიგებ როგორ არის კვარაცხელია” – რას წერენ ფან

“ნაპოლიმ” ამსტერდამის “აიაქსი” სტუმრად 1-6 გაანადგურა. ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა კვლავ ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელზეც უამრავ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რასპადორის შემდეგ საუკეთესო! ხვიჩა შეუჩერებელია! – რა შეფასება დაუწერეს ქართველს?

ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლიმ” ამსტერდამის “აიაქსი” სტუმრად 1-6 გაანადგურა. ხვიჩამ გოლი და ასისტი დადო. აღსანიშნავია, რომ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: “აიაქსმა” უნდა იზრუნოს, რომ ხვიჩამ ბურთი არ მიიღოს”

“აიაქსის” ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე The Telegraph-თან ხვიჩა კვარაცხელიას აფასებს და ნიდერლანდელებს გარკვეულ რჩევებს აძლევს. [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კვარა მარადონა ან მესი არ არის, თამაშები მარტო მოიგოს” – იტალიელი ჟურნა

იტალიელმა ჟურნალისტმა ენცო ბუკიონიმ Punto Nuovo სპორტ შოუში “ნაპოლიზე” და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. “სპალეტის ძალიან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ძაკარდო: “იუვენტუსმა” და “მილანმა” კვარაცხელიაზე უარი თქვეს”

“მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ახლა საფეხბურთო აგენტმა კრისტიან ძაკარდომ, რომელმაც კვარას “ნაპოლიში” გადასვლაში დიდი როლი [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ძაკარდო: “ხვიჩამ იცის, რომ კარგ თამაშსა და წარმატებას მოყვება მსგავსი ხმაური”

იტალიელმა აგენტმა კრისტიან ძაკარდომ გადაცემა “დილის ტალღაში” ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლო ანჩელოტი: “კვარაცხელია სიუპრიზია? მე მას 4 წლის წინ ვაკვირდებოდი”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლიმ” რამდენიმე ძალიან კარგი ფეხ...
წაკითხვა