საქართველო 15:37 ფიჯი

თარიღი: ივნისი 16, 2018

ბორჯღალოსნებმა ფიჯის სუვაში გამართული მატჩის პირველი ტაიმში ორი ლელო გაუტანეს და შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა ‘მსოფლიო რაგბის’ რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფმა მასპინძლებმა, მეორე ტაიმში თამაშში გარდატეხა შეიტანეს და 37:15 იმარჯვეს.

ეს იყო 2018 წლის ‘წყნარი ოკეანის თასის’ ფინალური შეხვედრა, რომლის გამარჯვებული თასს ეუფლებოდა და მასპინძლებმა ამ გამარჯვებით ტიტული ზედიზედ მეოთხედ დაისაკუთრეს.

უძლიერესი შემადგენლობით მოთამაშე, ვარსკვლავებით დახუნძლულ მეტოქეს 2012 წლიდან მესამედ ვეთამაშეთ და პირველად გავუტანეთ ორი ლელო, თუმცა ურთიერთშეხვედრების ბალანსში 1-2 ჩამოვრჩით. ამ ჩამორჩენის აღმოფხვრის შანსი ერთი წლის შემდეგ გვექნება, როდესაც ფიჯის 2019 წლის მსოფლიო თასზე იაპონიაში, ოსაკაში 3 ოქტომბერს შევხვდებით.

საქართველოს ნაკრებმა პირველი 40 წუთი კარგად ჩაატარა, მეტოქეს გასაქანი არ მისცა, მე-10 წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და სოსო მათიაშვილმა ანგარიში გახსნა. მომდევნო 5 წუთში ორი შეცდომა დავუშვით, რითაც კარგად ისარგებლა ჰენრი სენილოლიმ და ორი ლელო გაიტანა, თუმცა ბორჯღალოსნები არ გატყდნენ და მასპინძლებს სწრაფად უპასუხეს.

რადგან მათიაშვილს გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, 23-ე წუთზე ლაშა მალაღურაძემ ბურთი აუტში ძალიან კარგად გადაიტანა, 5-მეტრა დერეფნიდან კარგი მოლი ავაგორეთ და ვიტო კოლელიშვილის ლელო მათიაშვილმა გარდასახა. მალაღურაძემ აუტში კიდევ ორჯერ კარგად დაარტყა, თუმცა მოლის დაყენება ვეღარ მოხერხდა და ტაიმის ბოლოს საქართველომ სხვა ხერხს მიმართა. ბურთზე კონტროლის დამყარებისა და ტემპის მომატების შემდეგ, მეტოქის დაცვაში სივრცეები გაჩნდა, ლაშა ხმალაძემ კარის წინ 22-მეტრიანთან გაჭრა ხაზი, გრძელი პასით გარღვევაზე სანდრო თოდუა გაიყვანა და მან ფიჯის მეორე ლელო გაუტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი 15:10 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ 48-ე წუთზე ამ მატჩში მეორედ დავთმეთ ჩვენი შერკინება, ფიჯიმ ჯარიმის ნაცვლად შერკინება აიღო და ცენტრმა ვატუმბუამ პირველი დარტყმით დაცვა გაარღვია. მასპინძლებმა გარდასახვით ლიდერობა დაიბრუნეს და მალე უპირატესობა ჯარიმით გაზარდეს.

ბორჯღალოსნებმა თამაშის აჩქარება სცადეს და ცოტა ხნით ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ დასკვნით 20 წუთში დაღლილობამ იჩინა თავი და კიდევ სამი ლელო გავუშვით. პირველ ჯერზე ნანდოლოს შეჩერებას სამი მცველი დაჭირდა და შეცვლაზე შესული ლომანი ვეღარავინ დაიჭირა. 78-ე წუთზე ლომანიმ სწრაფი კონტრშეტევისას ბურთი ნანგუსასთან გაითამაშა და დუბლი შასრულა, ხოლო გაწითლებულ დროზე სემი რანდრანდრამ სანაკრებო დებიუტი ლელოთი აღნიშნა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 37:15.

‘წყნარი ოკეანის თასის’ მეორე რაუნდის მეორე მატჩში, ერთი კვირის წინ საქართველოსგან ძლეულმა ტონგამ სამოას 28:18 აჯობა.

რაც შეეხება ბორჯღალოსნებს, ისინი ფიჯიდან იაპონიაში გადაინაცვლებენ და 23 ივნისს მასპინძელ იაპონიასთან ტესტ-მატჩს გამართავენ. შეხვედრა ტოიოტაში, ჩვენი დროით 9:45 საათზე დაიწყება.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

გოჩა სვანიძის განცხადება, რუსეთის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე

დღეს, 19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების […]...
წაკითხვა
რაგბი

17 წლის ქართველი მორაგბე, რეზი თაბაგარი გარდაიცვალა

სარაგბო კლუბ “არწივების” მოთამაშე, 17 წლის რეზი თაბაგარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია გუშინ […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსულმა კლუბმა ორ ქართველ მორაგბეებს თვალის ჟესტის გამო კონტრაქტი გაუწყვიტა

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის კლუბ “სლავას” ქართველმა მოთამაშეებმა რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ […]...
წაკითხვა
რაგბი

დღის ფოტო: რა ხდება ტოკიოს ქუჩებში?

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც […]...
წაკითხვა
რაგბი

ბრიტანელ მორაგბეს მუხლი ამოუვარდა, შემდეგ ჩაისვა და თამაში გააგრძელა (ვიდეო)

ბრიტანული “ჰალის” მორაგბე ჯო ვესტერმანმა სუპერ ლიგაში, “ჰალ კინგსტონ როვერსთან” გამართულ შეხვედრაში მებრძოლი ხასიათი გამოავლინ...
წაკითხვა
რაგბი

მსოფლიო თასისთვის 43 მორაგბე მოემზადება

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. რაზმში 26 […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი ზურაბ ჟვანიაზე: “ის არ არის იმ ფორმაში, რომ ნაკრებში იყოს”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ზურაბ ჟვანიას საკითხზე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
რაგბი

“ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია” – ზურაბ ჟ

უახლოეს ხანებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის გაფართოებული შემადგენლობა უნდა [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

თედო აბჟანდაძის ჟესტი აქციაზე დაზარალებულთა მხარდასაჭერად (ვიდეო)

22 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისათვის მატჩში იტალის დაუპირისპირდა და 17:29 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
რაგბი

მომავალ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

2019 წლის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ფიჯი 12:8 დაამარცხა, რითაც […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო U20 – ფიჯი U20 – ბოლო წუთები (ვიდეო)

17 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე, მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან [&hell...
წაკითხვა
რაგბი

გულშემატკივრები მამუკა გორგოძის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას სთხოვენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გულშემატკივართა ნაწილი გუნდის ყოფილი კაპიტნის, მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას ითხოვს. ინტელექტუალური თამაშის [&hel...
წაკითხვა
რაგბი

ზელანდიელთა ჰაკა საქართველოს 20-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)

4 ივნისს, მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიას […]...
წაკითხვა
რაგბი

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდაშანაულოდ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის საქმეში, რამაც გამოიწვია […]...
წაკითხვა
რაგბი

ვიტო კოლელიშვილი: “რაგბიდან არ წავსულვარ”

ბორჯღალოსანი ვიტო კოლელიშვილი, ტვინის შერყევების სიმრავლიდან გამომდინარე იძულებული გახდა, რომ ერთწლიანი შესვენება აეღო და შესაბამისად, 2019 წლის მსოფლ...
წაკითხვა