საქართველო ასეულს მიღმა
28 ნოემბერს გამოქვეყნდა ფიფა/კოკა-კოლას ახალი სანაკრებო რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, თემურ ქეცბაიას გუნდს 330 ქულა აქვს და მსოფლიო კლასიფიკაციაში 101-ე ადგილზეა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთი საფეხურით დაიწია უკან. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ჩვენს ნაკრებს მატჩი არ ჩაუტარებია.
ავღნიშნოთ ისიც, რომ სომხეთის ნაკრები რეიტინგში 34-ე ადგილზეა, რაც მათი საუკეთესო მაჩვენებელია.
აქვე გთავაზობთ პირველ ოცეულს:
1. ესპანეთი 1 507
2. გერმანია 1 318
3. არგენტინა 1 251
4. კოლუმბია 1 200
5 (+9). პორტუგალია 1 172
6. ურუგვაი 1 132
7 (+1). იტალია 1 120
8 (-1). შვეიცარია 1 113
9 (-1). ჰოლანდია 1 106
10 (+1). ბრაზილია 1 102
11 (-6). ბელგია 1 098
12 (+3). საბერძნეთი 1 055
13 (-3). ინგლისი 1 041
14 (-1). აშშ 1 019
15 (-3). ჩილე 1 014
16 (+2). ხორვატია 971
17. კოტ დივუარი 918
18 (+2). უკრაინა 907
19 (+2). საფრანგეთი 893
20 (+4). მექსიკა 892