საქართველო – ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების რეალიზაციის შესახებ

თარიღი: მარტი 23, 2021

ხვალ, 24 მარტს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება.

გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას:

“ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩის, საქართველო – ესპანეთის, ბილეთების გაყიდვა, 24 მარტს 12:00 საათზე დაიწყება.

Covid 19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 51015 და 25 ლარია.

⚠︎ საქართველო – ესპანეთის მატჩზე ბილეთების შესაძენად და შეხვედრაზე დასასწრებად შესაბამისი რეგულაციები იმოქმედებს. თამაშს გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რაც სტადიონის საერთო ტევადობის 30 პროცენტს მოიცავს.

მატჩის დასრულების შემდეგ, 29 მარტის 01:00 საათამდე, თბილისის მერიის უზრუნველყოფით, ქალაქის მასშტაბით იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

  • ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა
  • ბილეთის შეძენისას აუცილებელია მითითებულ იქნას ყველა მფლობელის პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მობ. ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა). ინფორმაციის შეყვანა უნდა მოხდეს მაქსიმალური სიზუსტით.
  • მითითებული პირადი ინფორმაციის საფუძველზე გაიცემა გადაადგილების საშვი, რომელიც 29 მარტის 01:00 საათამდე იმოქმედებს.
  • ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში, ბილეთის ყიდვისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს იმ ავტომობილის მონაცემები, რომლითაც თამაშის დღეს გადაადგილდება.
  • მატჩის დღეს გადაადგილების საშვზე დასტურს გულშემატკივარი მითითებულ ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს
  • გადაადგილების საშვის გამოსაყენებლად ყველა გულშემატკივარმა თან უნდა იქონიოს პირადი ნომრის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა ან დაბადების მოწმობა)
  • აკრძალულია ბილეთის მფლობელის შეცვლა
  • ყველა არსებული რეგულაცია ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც
  • ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ TKT.ge-ს

ქვეყანაში არსებული Covid 19-ის რეგულაციების დასაცავად და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, გულშემატკივრებს მოვუწოდებთ მატჩის მასპინძელ სტადიონზე დროულად მობრძანდნენ.

  • სტადიონის შესასვლელები გაიღება 17:00 საათიდან
  • სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი
  • სტადიონის ტერიტორიაზე შესვლამდე მოხდება ყველა გულშემატკივრის თერმოსკრინინგი
  • სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება
  • სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი
  • რეგულაციების შესაბამისად, არ იფუნქციონირებს კვების ობიექტები, თუმცა სტადიონის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იქნება სასმელი წყალი

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდების მატჩი 28 მარტს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

⚠︎ გულშემატკივართა საყურადღებოდ: სტადიონზე ყოფნის განმავლობაში მოგიწოდებთ, დაიცვათ და გაითვალისწინოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაცია. ასევე უცვლელი რჩება სტადიონზე ქცევის წესები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.”

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

იურგენ კლოპი “ბარსელონას” პრიორიტეტს წარმოადგენს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები ყველანაირად ცდილობენ იურგენ კლოპის გულის მოგებას. კატალონიური გამოცემა SPORT ირწმუნება, რომ “...
წაკითხვა
ფეხბურთი

გნაბრი: “დემბელე მბაპეზე გაცილებით უკეთესია”

უსმან დემბელე გაცილებით უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია, ვიდრე კილიან მბაპე. ამ განცხადებას სერჟ გნაბრი აკეთებს, რომელსაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენმა” კილიან მბაპეს შემცვლელს მიაკვლია

ავსტრიული “ზალცბურგის” თავდამსხმელ კარიმ ადეიემის ევროპულ გრანდებში ეპატიჟებიან. Sky Sports-ის მიერ მოპოვებული ცნობების თანახმად ადეიემის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედერაციას კიდევ ერთი პროექტი – ახალი საფეხბურთო ცენტრი ნუცუბიძეზე

26 ოქტომბერს საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბორდალასი: “მამარდაშვილი კარგია, მაგრამ…”

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მამარდაშვილის, სილესენისა და სხვა მეკარეების მდგომარეობაზე ისაუბრა. “სილესენი კარგად...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ხელმძღვანელობდა მოურინიო გუნდს გაძევების შემდეგ (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში “რომასა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (0:0) 82-ე წუთზე დედაქალაქელთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპული” ჯუდ ბელინგემის ტრანსფერით ინტერესდება

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავი, ჯუდ ბელინგემი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. შესაძლო ტრანსფერი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლი” “ბარსელონას” ტალანტის ტრანსფერით ინტერესდება

“ნიუკასლ იუნაიტედის” ახალი მესვეურები პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში არსებული საგანგაშო მდგომარეობის ფონზე ხმაურიანი ტრანსფერების აუცილებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვანდა და იკარდი შერიგდნენ – “ისეთი რამ მომწერა, რაც ჩემთვის აქამდე არავის მოუწ

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი, მაურო იკარდი, თავის მეუღლესა და აგენტ ვანდა ნარას შეურიგდა. ამ ინფორმაცია ვანდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაიკ რიჩარდსი: “ინდივიდუალისტების გუნდია, ყველას ვარსკვლავობა უნდა და არა სირბილი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბოლოდროინდელი კრიზისის ფონზე ინგლისური გრანდი არაერთმა სახელოვანმა პირმა გააკრიტიკა. ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტონიო კონტე “მანჩესტერ იუნაიტედს” ულტიმატუმს უყენებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ “ლივერპულთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბრიტანულ პრესაში აქტიურად იწერებიან ოლე გუნა...
წაკითხვა
ფეხბურთი

სოფია პრიჩინა – ულამაზესი უკრაინელი მსაჯი (ფოტო)

სოფია პრიჩინა უკრაინელი არბიტრია, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა საფეხბურთო დივიზიონების მატჩებში მუშაობს....
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულთან” განადგურების შემდეგ ვან დე ბეეკი მარტო ვარჯიშობდა (ვიდეო)

ოლე გუნარ სულშერის მიერ დაწუნებული ნიდერლანდელი ტალანტი, დონი ვან დე ბეეკი, ერთადერთი ფეხბურთელი გახლდათ, რომელმაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელობას არ აპირებს

მადრიდის “რეალის” ყოფილ თავკაც ზინედინ ზიდანს აქტიურად აკავშირებენ “მანჩესტერ იუნაიტედთან”. პრესაში გავრცელებული ბოლოდროინდელი...
წაკითხვა