საქართველო – ესპანეთი | სამატჩო შემადგენლობა

თარიღი: მარტი 1, 2018

ფულბეკი სოსო მათიაშვილი, შუამარბი გიორგი კოშაძე და მორკინალი შალვა სუთიაშვილი, ბორჯღალოსნების კართს 2018 წელს პირველად მოირგებენ – 3 მარტს, ესპანეთის წინააღმდეგ.

მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა; მათიაშვილი და სუთიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო კოშაძე მარქაფაშია.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა დედის დღეს, ‘მიხეილ მესხზე’ 18 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE/Rugby და მესხის სტადიონის სალაროებში (11:00-19:00).

შემადგენლობა

ორი კვირის წინ გერმანიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში ოთხი მორაგბე შეცვალეს. შერკინების მეორე ხაზში წელს პირველად ითამაშებს შალვა სუთიაშვილი და გუნდის კაპიტანს, გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდება. მიხეილ გაჩეჩილაძის ნაცვლად, მესამე ხაზში ბრუნდება გიორგი თხილაიშვილი, რომელიც წელს ვიტო კოლელიშვილთან და ლაშა ლომიძესთან ერთად პირველად ითამაშებს.

წელს სასტარტოში პირველადაა ვასილ ლობჟანიძე, რომელიც წინა ორ თამაშში მარქაფიდან ჩაერთო. ტრავმა მოიშუშა და ბექა წიკლაურის ადგილს დაიკავებს სოსო მათიაშვილი. სხვა უკანახაზელებმა – ლაშა ხმალაძემ, ანზორ სიჭინავამ, გიორგი კვესელაძემ, დავით კაჭარავამ და სანდრო თოდუამ, ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს.

წლევანდელ რაგბი ევროპაზე ძირითადში მესამედ იწყებენ თამაშს კვესელაძე, კაჭარავა, თოდუა, შალვა მამუკაშვილი, ლევან ჩილაჩავა, ნემსაძე და ლაშა ლომიძე. 3 მარტს თოდუა 70-ე, ხმალაძე მე-60-ე, ხოლო ლობჟანიძე 30-ე კეპს მოიხვეჭენ.

პირველი ხაზის მარქაფაში არიან ბადრი ალხაზიშვილი, ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე, რომელსაც ოფენბახში არ უთამაშია. მორკინალებიდან მარქაფაში არიან ოთარ გიორგაძე და მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც წინა მატჩში სასტარტოში იყო. კვლავ მარქაფაშია ლაშა მალაღურაძე, თადარიგში გადაინაცვლა წინა ორი შეხვედრის ძირითადმა 9 ნომერმა გელა აფრასიძემ, ხოლო გიორგი კოშაძე წელს ნაკრების კვართს პირველად მოირგებს.

ისტორია

2000 წლიდან დღემდე, ესპანეთს სტაბილურად, წელიწადში ერთხელ ვეთამაშებით და განვლილი 18 რკენიდან მეტოქეს 14-ჯერ მოვუგეთ, ერთხელ ფრეს დავჯერდით და სამი მატჩი დავთმეთ – ბოლოს 2012 წელს (18:25). შინ და გარეთ 9-9 შეხვედრა გაიმართა და ‘ლომებს’ (Los Leones) შინ ყველა თამაში მოვუგეთ: ყველაზე მცირე სხვაობა 2008 წელს დაფიქსირდა (22:20), ხოლო სარეკორდო – 2011 წელს (60:0). განვლილ 18 თამაშში მივიღეთ 28 ლელო და გავუტანეთ 50-ით მეტი – 78, ხოლო ქულათა ბალანსი 567:270-ზეა.

ბორჯღალოსნებიდან ესპანეთს ყველაზე მეტჯერ – 12 – ეთამაშა დავით კაჭარავა (10 მოგება – 2 წაგება).

შემდეგ მოდიან მერაბ კვირიკაშვილი 11 (9-2); ირაკლი აბუსერიძე 10 (8-2); გიორგი ჩხაიძე 9 (8-1) და თედო ზიბზიბაძე 9 (7-1*1); გიორგი ნემსაძე 8 (6-2) და ილია ზედგინიძე 8 (6-1*1).

ქულებით ლიდერია კვირიკაშვილი – 11 მატჩში 2ლ 18გ 14ჯ 1ა = 91 ქულა.

ლომები 7 მატჩში 7-ჯერ დაალელოვა მამუკა გორგოძემ! კაჭარავასა და თამაზ მჭედლიძის ანგარიშზეა 4-4 ლელო, სამ-სამი კი გაუტანია ხუთს: ბესიკ ხამაშურიძეს, დიმა ბასილაიას, გია ლაბაძეს, მახო ურჯუკაშვილსა და ზიბზიბაძეს.



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა