საქართველო – ესპანეთი | წინასამატჩო პრესკონფერენცია

თარიღი: მარტი 2, 2018

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ‘მიხეილ მესხზე’ გასამართი მატჩის წინ, გუნდებმა ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენციები გამართეს.

შეხვედრა 3 მარტს, 18 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE/Rugby და მესხის სტადიონის სალაროებში (11:00-19:00)

პრესკონფერენციაზე პირველები ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი და კაპიტანი გიორგი ნემსაძე გამოცხადდნენ.

პირველი სიტყვა ჰეიგმა აიღო და მეტოქის სიძლიერეზე ისაუბრა:

„ესპანეთის ნაკრებმა რუსეთისა და რუმინეთის დამარცხებით დაამტკიცა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში სერიოზულ ძალას წარმოადგენს. კარგად ვიცით, რას უნდა ველოდოთ მოწინააღმდეგისგან, თუმცა მთავარია, ჩვენ როგორ თამაშს ვაჩვენებთ“.

„ველოდით, რომ ესპანეთს რუმინეთის დამარცხება შეეძლო. ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი შეხვედრა სწორედ ესპანეთთან გვქონდა და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. ჩვენს ინტერესებშია, რომ რაც შეიძლება ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ ვითამაშოთ, რადგან ეს განვითარებაში დაგვეხმარება“.

ამის შემდეგ ჰეიგმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მოგვწონს თუ არა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დონე, ეს არის ტურნირი, სადაც ვთამაშობთ და შანსი იმისა, რომ შევიკრიბოთ, მოვემზადოთ და ჩავატაროთ 5 თამაში. სანამ უფრო ძლიერ ტურნირში არ მიგვიღებენ, რაგბი ევროპის ჩემპიონატს ყოველთვის ექნება აზრი და მინდა შეგახსენოთ, რომ ხვალ ესპანეთის ძლიერ ნაკრებს ვეთამაშებით, რომელმაც დაგვანახა თუ რა შეუძლია“.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ერთ-ერთ მოსამზადებელ ეტაპადაც განიხილება და ჰეიგს კითხვა იაპონიაში გასამართი ტურნირისთვის მზადების მომდევნო ეტაპებზეც დაუსვეს:

„მომავალი მსოფლიო თასისთვის მზადება 2,5 წლის წინ, მაშინ დავიწყეთ, როდესაც იაპონიის საგზური მოვიპოვეთ და ახლა წინ გვაქვს მზადების ურთულესი წელიწადნახევარი. 2018 წლის დასაწყისი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ქართული რაგბისათვის მრავალი მიმართულებით – 2 გამარჯვება ერთა თასზე; ინგლისური აღიარება და ერთობლივი ვარჯიში პლანეტის მეორე გუნდთან; 20-წლამდელთა წარმატებული ტურნე საფრანგეთში, ფრანგ ბარბაროსებთან დაგეგმილი მატჩი მაისის ბოლოს და ა.შ.

„2019 წლის მსოფლიო თასზე წარმატებით საასპარეზოდ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაგეგმა და რაგბის კავშირმა დაამტკიცა ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა, რომლის წარმატებით განხორციელებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დასახული მიზნის მისაღწევად. ამ ეტაპზე ჩემი მთელი ყურადღება მიმართულია სწორედ ამ პროგრამის სრულყოფილად შესრულებაზე და შესაბამისად 2019 წლის მსოფლიო თასზე დასახული მიზნის მიღწევაზე. დავიმატეთ და სრულ განაკვეთზე ავიყვანეთ ორი მაღალი დონის სპეციალისტი. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ისევეა დაკომპლექტებული, როგორც ტიერ1-ის ნებისმიერი ქვეყნის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი.

„იმისათვის, რომ ჩვენი გეგმები მაქსიმალური სიზუსტით იქნეს განხორციელებული, დღესდღეობით მხოლოდ რაგბის კავშირის ხელთ არსებული რესურსი საკმარისი არ არის და საჭიროა სრულიად ქვეყნის მხარდაჭერა, პირველ რიგში კი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხრიდან, რაც გულისხმობს იმ ფინანსების მობილიზებას, რაც ამ პროგრამის შესასრულებლად არის საჭირო. ვთვლი, რომ ქართული რაგბი ქვეყნის სახეა, რომლის მხარდაჭერაც თანაბრად ყველას პასუხისმგებლობაა. საჭირო ოდენობით ფინანსების მობილიზება მოგვცემს შანსს მყარად დავმკვიდრდეთ ელიტის სიახლოვეს და მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ. პროგრესის გზაზე გაჩერება კი კრახის დასაწყისი იქნება. მერწმუნეთ, საქართველო თავისი პოტენციალის რეალიზაციის შემთხვევაში ბევრად მაღალ ადგილს იმსახურებს სარაგბო ელიტაში“.

ბორჯღალოსანთა კაპიტანი გიორგი ნემსაძე, რომელიც ხვალ 79-ე კეპს მოიხვეჭს, თვლის, რომ გუნდი ესპანეთთან მატჩისთვის კარგად მოემზადა და მეტოქე პრობლემებს ვერ შეგვიქმნის:

„ბოლოწლებია, ესპანეთის ეროვნული გუნდი ჩვენთვის გარკვეულწილად უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა და განსაკუთრებით, გასვლით თამაშებში რამდენჯერმე გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, დღევანდელ ვითარებაში, არამგონია, ისინი ჩვენთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდნენ. მომავალი მატჩისთვის კარგი მზადება გავიარეთ და ვფიქრობ, თამაშისთვის კარგ ფორმაში ვიმყოფებით“.

‘ლომების’ მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა რუმინეთთან მოგებულ შემადგენლობაში 19 მოთამაშე შეცვალა, თუმცა მიიჩნევს, რომ ამით მისი გუნდის თამაშის ხარისხი ოდნავადაც არ შემცირდება:

„ესპანური რაგბი ყველა მიმართულებით სწრაფად ვითარდება. ეს იგრძნობა არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების თამაშსა და შედეგებში, არამედ შიდა ჩემპიონატში და საფესტივალო რაგბში. მეტი ყურადღება გვაქვს სახელმწიფოს, მედიისა და გულშემატკივრების მხრიდან. ადრე გვქონდა პრობლემები და ყველა ლეგიონერის თამაშისთვის ჩამოყვანას ვერ ვახერხებდით, ახლა კი პრაქტიკულად ყოველთვის ვახერხებთ უძლიერესი შემადგენლობის თავმოყრას.

„რუმინეთთან თამაშის შემდეგ 23-კაციან განაცხადში 19 მოთამაშე შევცალეთ, მაგრამ ამით ჩვენი ტემპი და ხარისხი არ შეიცვლება. გვყავს 30-40 თანაბარი ხარისხის მქონე მორაგბისგან შემდგარი ბირთვი და ყოველთვის ჭირს მათგან 23 საუკეთესოს შერჩევა. ჩვენ მომავალი მსოფლიო თასისთვის ვემზადებით და ამ ბიჭებმა დაიმსახურეს, რომ მიიღონ შანსი და დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები.”

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

ნიკოლოზ ალავიძე: “რაგბის კავშირში 6 მილიონი ვალი დაგვხვდა”

რაგბის კავშირის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ალავიძემ საინტერესო კომენტარი გააკეთა. “რაგბის კავშირში 6 მილიონზე მეტი ვალი […]...
წაკითხვა
რაგბი

ბაჩო ხურციძე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, 29 მარტს გამართულ სხდომაზე რაგბის კავშირის სამი ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა. სპორტულ მიმართულებას ლაშა [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი გამოაცხადა. შეგახსენებთ, […]...
წაკითხვა
რაგბი

“მსაჯობა გინდა?” – ქართველი მსაჯის შეკითხვამ მორაგბე და კომენტატორები გა

20 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში რუმინეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი მიიღო და მეტოქე […]...
წაკითხვა
რაგბი

ლინ ჯონსი: “სანამ არ ვისწავლით, როგორ ვაჯობოთ ქართველებს კონტაქტურ ბრძოლაში…

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლინ ჯონსმა საქართველოსთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “მარტო მოგებაზე არ ვართ ორიენტირებული”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპის მესამე ტურში, რუსეთთან გამარჯვების (6:23) შემდეგ […]...
წაკითხვა
რაგბი

შარიქაძე: “რამდენიმე დღის წინ ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა!”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ განაცხადა, რომ “ბორჯღალოსნება” რუსეთის ნაკრებთან გამარჯვება რამდენიმე დღის წინ [...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 20 მარტს რუსეთთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. „ესპანეთთან მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ...
წაკითხვა
რაგბი

“ლელო-სარასენსისა” და “აიას” ყოფილი მორაგბე 27 წლის ასაკში გარდაიც

“ლელო-სარასენსისა” და ქუთაისის “აიას” ყოფილი მორაგბე, გიორგი ლომთაძე 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას საქართველოს [&...
წაკითხვა
რაგბი

საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძის პრეზიდენტად დარეგისტრირება დაახარვეზა

საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძის რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაცია შეაჩერა. ამჯერად, მიზეზი რაგბის კავშირის წესდების დარღვევაა. […]...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი: “რაც მთავარია, დასახული ამოცანა შევასრულეთ”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში სტუმრად ესპანეთი 25:19 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, […]...
წაკითხვა
რაგბი

ტყემალაძემ გორგოძეს პრეზიდენტობა შესთავაზა – მამუკას პასუხი

რაგბის კავშირის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ განაცხადა, რომ მან არჩევნებამდე პრეზიდენტის პოსტი ვეტერან მორაგბეს, მამუკა […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 14 მარტს მადრიდში გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გასულ შაბათს პორტუგალიაში 29:16 […]...
წაკითხვა
რაგბი

ირაკლი აბუსერიძე: “იოსებ, ფიქრობ, რომ რაგბი წაიღე, ჯიბეში ჩაიდე?!”

ვეტერანმა მორაგბემ, ირაკლი აბუსერიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა და იოსებ ტყემალაძეს მიმართა. “იოსებ, ფიქრობ, […]...
წაკითხვა
რაგბი

სიმონ მაისურაძე: “ავად არის საქართველო და მკურნალობა სჭირდება”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა წევრმა სიმონ მაისურაძემ რაგბის კავშირის არჩევნების შესახებ ისაუბრა. ვეტერანი მორაგბის თქმით, […]...
წაკითხვა