WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (275773) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

საქართველო ესტონეთთან მეორე ტაიმში განადგურდა

თარიღი: ნოემბერი 11, 2015

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ესტონეთსა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩის მეორე ნახევარში მასპინძლებმა კახა ცხადის გუნდის კარში სამი გოლი გაიტანეს.

მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან ცხადაძემ ორმაგი ცვლილება გამოიყენა, ვაწაძის ნაცვლად ბაჩანა ცხადაძე გამოვიდა, ნავალოვსკი – ჭანტურიამ შეცვალა. სათქმელია, რომ უკვე 46-ე წუთზე ორივე ახლადგამოსულმა ფეხბურთელმა თავი გამოიჩინა – მარჯვენა ფლანგიდან ჭანტურიამ ბურთი ჩინებულად ჩააწოდა, ცხადაძის ზუსტი თავური კი მეკარემ ახლო მანძილიდან მოიგერია.

61-ე წუთზე ატს პურიემ ბურთი საქართველოს ნაკრების საჯარიმოში მიიღო, ერთდროულად სამ ქართველს აჯობა და ზუსტადაც დაარტყა – 1:0. სამ წუთში მარცხნიდან ჩაწოდებულს ქართველთა საჯარიმოში არტურ პიკი გამოეხმაურა, რომელმაც ახლო მანძილიდან ერთი შეხებით ლორიას კარი აიღო – 2:0.

სათქმელია, რომ 68-ე წუთზე საქართველოს ნაკრების რიგებში მოედანზე ლუკას ჰუფნაგელი გამოვიდა, მან გია გრიგალავა შეცვალა. სამწუხაროდ, დებიუტანტმა მიღებულ სათამაშო დროში ღირებული ვერაფერი გააკეთა.

ოც წუთში ჩვენი ნაკრების საჯარიმოში ამჯერად ბურთი გუსევმა მიიღო, რომელმაც ხისტი მოძრაობით კაშია და კაკაბაძე ერთდროულად მოატყუა, ბოლოს კი ლორიასაც აჯობა – 3:0. სამწუთში გუსევს დუბლის შესრულებად შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

საბოლოოდ, 3:0 და საქართველოს ნაკრების ესტონეთში ვიზიტი მეტად წარუმატებელი აღმოჩნდა.



მსგავსი სიახლეები