საქართველო ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმიზნებს

თარიღი: ივლისი 31, 2019

დღეს გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში განაცხადის წარდგენა 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომ-ბაკურიანში მასპინძლობის უფლების მისაღებად.

ითქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მულტისპორტული კონტინენტური შეჯიბრება ზამთრის სპორტში ჩართული ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, რომელსაც 26 წლის ისტორია აქვს. უკვე გაიმართა 14 ფესტივალი, გარკვეულია 2021 და 2023 წლების ფესტივალების მასპინძლების ვინაობაც (ფინური ვუოკატი და იტალიური ფრიული-ვენეცია-ჯულია). საქართველოს აქვს შანსი იბრძოლოს 2025 წლის ფესტივალისთვის და ამ გზაზე პირველი ნაბიჯი იქნება შესაბამისი განაცხადის წარდგენა.

„ჩვენ გვაქვს საუკეთესო ბუნებრივი პირობები, რათა განვავითაროთ ზამთრის სპორტი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შესაძლებლობას ბოლომდე ვერ ვიყენებთ. შესაბამისად, ზამთრის სპორტში ჩვენი შედეგები ერთობ მოკრძალებულია. დადგა ენერგიული მოქმედების, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისა და ზამთრის სპორტის განვითარებისთვის სერიოზოლი ინვესტიციების განხორციელების დრო. ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს, რათა ერთის მხრივ შევქმნათ ზამთრის სპორტისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი – საფუძვლიანად მოვამზადოთ ჩვენი ახალგაზრდები მაღალი სპორტული მიზნებისთვის საბრძოლველად და ამ საქმეს ახლებურად მივუდგეთ . ჩვენ თუ გვაქვს ამბიცია, პერსპექტივაში ვუმასპინძლოთ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს და, პირდაპირ უნდა ვთქვა, ეს არის ურთულესი ამოცანა, დღესვე უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. სწორედ ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომ-ბაკურიანში მაღალ დონეზე ჩატარება და ჩვენი პარტნიორების დარწმუნება იმაში, რომ საქართველო მართლაც არის ზამთრის სპორტის ქვეყანა,“ – განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

აღმასკომის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სეოკ-მა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში წარადგინოს განაცხადი 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად. სეოკ-ის ადმინისტრაციას დაევალა ოპერატიულად წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები.

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.

სეოკ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ოლიმპიადა ტოკიო 2020

“ან ლაშასთან ერთად წავალ ან აღარ ვიქნები მთავარი მწვრთნელი”

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ნაკრების გამოსვლის დასრულების შემდეგ კომენტარი [...
წაკითხვა
სხვადასხვა

ქართულმა ოცნებამ გორის მერობის კანდიდატად ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაასახელა

პარტია “ქართულმა” ოცნებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის მერობის კანდიდატები დაასახელა. როგორც ცნობილი გახდა, გორში “ქარ...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

გურამ თუშიშვილი: “კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, მაგრამ მეტი შემეძლო”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 31 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ორი წევრი იასპარეზებს. საკვალიფიაკციო ეტაპზე გამოვა ბაჩანა ხორავა, ხოლო […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

რუსი დამარცხებულია – გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია! (ვიდეო)

გურამ თუშიშვილი – ტამერლან ბაშაევი (რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი) იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

დარია ბილოდიდი ლაშა ბექაურის გამარჯვებას გამოეხმაურა (ფოტო)

28 ივლისს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, -90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ლაშა ბექაური: “ლიპო, შენ ქართული ძიუდოს დიდი ლეგენდა ხარ”

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ვარლამ ლიპარტელიანის მიერ კარიერის დასრულების ამბავს გამოეხმაურა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა ლიპოს მადლობა […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 30 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ, 30 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ოთხი წევრი იასპარეზებს. მედლების მოპოვების შანსი ექნება […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

რაში დახარჯავს ლაშა ბექაური მილიონ ლარს?

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა განაცხადა, რომ მილიონი ლარით, პირველ რიგში, ემიგრაციაში მყოფი ბებიისა და დეიდის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ თამაშობდა ოლიმპიადაზე რონალდო რონალდინიოს გვარით? (ვიდეო)

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე მხოლოდ ერთხელ უთამაშია. […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

შერაზადიშვილი: “განადგურებული ვარ, ტატამის დანახვა აღარ მინდა”

ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ [&hel...
წაკითხვა